გრაკალი
Georgia /
Shida Kartli /
Kaspi /
World
/ Georgia
/ Shida Kartli
/ Kaspi
მსოფლიო / საქართველო / შიდა ქართლის მხარე
სოფელი
Add category

გრაკალი პირველად ისტორიულ წყაროებში, როგორც „გარკალი“. ადგილი დასახლებული ყოფილა უძველესი ხანებიდანვე, რასაც ადასტურებს აქ მიკვლეული შუა და გვიანდელი ბრინჯაოს ხანის სამარხები. სოფელი გრაკალი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნიდანვე, მჭიდროდ იყო დაკავშირებული ბარის საქართველოს სოციალურ-ეკონომიურ და პოლიტიკურ ცხოვრებასთან. ქართულ წერილობით წყაროებში გრაკალი პირველად XIII საუკუნის შუა წლებში, კერძოდ 1260 წელს, იხსენიება რკონის ღვთისმშობლის მონასტრისადმი კახა თორელის დაწერილ ანდერძში, საიდანაც ირკვევა, რომ უფრო ადრეულ ხანებშიც იგი თორელთა საძვალე მონასტრის - რკონის კუთვნილება ყოფილა. სოფელი დიდად დაზიანებულა თემურ-ლენგის შემოსევების დროს XIV საუკუნეში. პოლიტიკურ ასპარეზიდან თორელთა საგვარეულოს გაქრობისა და საქართველოს ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაშლის ხანებიდან (XV-XVI საუკუნეების მიჯნა) სოფელი გრაკალი ეკუთვნის რკონის მონასტერს. იგი XVI-XVIII საუკუნეებში ამილახვართა კუთვნილებაა. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში, ადმინსტრციულ-ტერიტორიული დაყოფით, სოფელი გრაკალი შედის ზემო ქართლის მემარჯვენე სადროშოში, რომელსაც ამილახვრები სარდლობდნენ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსული მმართველობის დამყარების შემდეგ, როცა XIX საუკუნის 30-იან წლებში ამილახვართა სათავადოც მოიშალა, სოფელი ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შევიდა.
სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/გრაკალი
Nearby cities:
კოორდინატები: 41°56'30"N 44°16'59"E
- თელიანის თემი 2.3 კმ
- დოესის თემი 3.3 კმ
- მეტეხის თემი 4.4 კმ
- კვერნაქის ქედი 5.2 კმ
- ქვახვრელის თემი 6.7 კმ
- ზემო ხანდაკის თემი 6.7 კმ
- უფლისციხე 6.9 კმ
- კასპის მუნიციპალიტეტი 8.4 კმ
- მეფისქალაქის თემი 13 კმ
- გორის მუნიციპალიტეტი 20 კმ
Comments