ბნავისი

Georgia / Shida Kartli / Gori / ატენის თემის ს.ბნავისი
 სოფელი  Add category

ბნავისი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში (ატენის თემი). მდებარეობს მდინარე ათრევზე (მდინარე ტანის მარცხენა შენაკადი). ზღვის დონიდან 790 მეტრი. გორიდან 16 კილომეტრი.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 212 ადამიანი.
სოფლის ტერიტორიაზეა:
სამხრეთით, ადგილ ვალიაანთუბნიდან ერთ კილომეტრზე, ტყეში, გვიანდელი ფეოდალური ხანის დარბაზული (9 X 4,3 მ) ეკლესია.
სოფლის სამხრეთ -აღმოსავლეთით, ერთ კილომეტრზე, გზის სამხრეთით ბორცვზე დგას სამების სახ.ეკლესია : memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/5847
"ნასახლარი" : memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/20071
"ნასახლარი (ადგილ კიოტის მახლობლად, ტყეში)":მდებარეობს სოფლის სამხრეთით, ადგილ ვილიაანთუბნიდან 1კმ-ის დაშორებით, ადგილ კიოტის მახლობლად, ტყეში. ნასოფლარზე შემორჩენილია ფერდობზე შეფენილი რამდენიმე ნასახლარის ნაშთი, რომლებიც ნაგებია რიყის და ნატეხი ქვით :
memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/20075
Nearby cities:
კოორდინატები:   41°57'1"N   44°3'49"E
This article was last modified 4 წლის წინ