ქვახვრელი | სოფელი

Georgia / Shida Kartli / Gori / გორის მუნიციპალიტეტი
 სოფელი  Add category
 Upload a photo

ქვახვრელი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლის მხარის გორის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე მტკვრის მარჯვენა მხარეს. თემის ცენტრი (სოფლები: ავკვეთი, ველები, უფლისციხე). ზღვის დონიდან 550 მეტრი, გორიდან 8 კილომეტრი.
სოფელი ქვახვრელი წყაროებში პირველად იხსენიება 975 წლისთვის, ქართლის ერისთავ იოანე მარუშის ძის მიერ დავით კურაპალატისათვის უფლისციხის გადაცემასთან დაკავშირებით. 1064 წ. ბაგრატ IV-ის (1027-1072) ბრძანებით შეიპყრეს კვირიკე სომეხთა მეფე და მისი ძმა სუმბატი. როდესაც ამის შესახებ ბაგრატს შეატყობინეს, იგი ქვახვრელში გადასულა. ტყვეები მეფისათვის კლდეკართან მოუგვრიათ. ქართლის მეფე კონსტანტინე II-ს (1478-1505) ზაზა ფანასკერტელისა და მისი შვილებისათვის უბოძებია ქვახვრელი, უფლისციხე და კარალეთი თავისი მამულებით. ქვახვრელი არქეოლოგიურად შეუსწავლელია.
1978 წ. ქვახვრელის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდა ვერცხლის მონეტების (დირჰემების) განძი, რომლიდანაც 10 მონეტა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში მოხვდა. დანარჩენი მონეტები დაიკარგა. 1027 წ. მოჭრილი მონეტები ეკუთვნოდა თბილისის ამირა ალი იბნ ჯაფარს.
სოფელში და მიმდებარე ტერიტორიებზე აღრიცხულია შემდეგი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები:
1. ადრინდელი ფეოდალური ხანის გამოქვაბულების კომპლექსი:
memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/12335
ადგილმდებარეობების დაუზუსტებლად:
2. "ეკლესია " : memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/14299
3."გერის წმ. გიორგის ნიში": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/14258
4. "ნიში": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/14609
5."ლაშეთხევის ნამოსახლარი": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/21185
6. "ყათლანისხევის ნამოსახლარი": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/21196
Nearby cities:
კოორდინატები:   41°57'23"N   44°12'44"E
This article was last modified 5 წლის წინ