ბერთუბნის მონასტერი გამოქვაბულში ( ღმრთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო)

Azerbaijan / Agstafa /
 ნანგრევები ( რუინები ), ისტორიული ადგილები, მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

ბერთუბნის მონასტერი — დავითგარეჯის კომპლექსში შემავალი ერთ-ერთი გამოქვაბული მონასტერი. დაარსებულია XII საუკუნეში. აღსანიშნავია ღმრთისმშობლის დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო, რომელთა კედლებიც შემკულია XIII საუკუნის დასაწყისის მხატვრობით: გამოსახული არიან თამარ მეფე და ლაშა გიორგი IV:
წმ. თამარი მეფისა და ლაშა გიორგის საზეიმო სამეფო სამოსი იმეორებს ყინწვისის კოსტიუმს. ლაშა გიორგი, ისევე როგორც თამარი მოხსენიებულია მეფეთ მეფედ ანუ შეიძლება გამოითქვას მოსაზრება, რომ მხატვრობა შესრულდა მაშინ, როცა დედა და შვილი ერთად მეფობდნენ. სავარაუდოდ ბერთუბნის ფრესკაზე მოცემულია თამარ მეფის უკანასკნელი წლები (1212-1213 წწ.).
სატრაპეზოში ძირითადად ტრაპეზის თემაა გადმოცემული. აქვეა ეპიზოდი დავით გარეჯელის ცხოვრებიდან — „ლუკიანე წველის ირმებს“, ეს მოხატულობა მხატვრობის გარეჯის სკოლის განვითარების მწვერვალია; ადგილობრივ ტრადიციებთან ერთად მათში მკაფიოდ აისახა აყვავების ხანის ქართული მონუმენტური მხატვრობის ზოგადი თავისებურებანი.
ამჟამად ( იმის გამო,რომ ამიერკავკასიის ფედერაციის კავბიუროს ხელმძღვანელის სერგო ორჯონიკის 1921 წლის გადაწყვეტილებით არაიაზის ველი და, მათ შორის, სამონასტრო კომპლექსის მნიშვნელოვანი ნაწილი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე აღმოჩნდა) მდებარეობს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე,აღსტაფას რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრიდან 7 კილომეტრში.
1989 წელს საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკების ხელმძღვანელობებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკებები რათა აქეთ დაგვრჩენოდა ბერთუბანი და მის გასწვრივ ივრისპირებზე მიგვეცა სანაცვლოდ 70 ჰექტარი .სამწუხაროდ დღემდე რეალურად ეს საკითხი დაკონსერვებულია.
თუმცა მოგვიანებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მხარეების დროებითი შეთანხმების საფუძველზე, პირობითი საზღვარი გავლებული იქნა მონასტრის თხემზე ისე, რომ სამონასტრო კომლექსის ყოველდღიური ცხოვრება არ შეცვლილა: ბერები, ტურისტები და მომლოცველები ვერ გრძნობდნენ მესაზღვრეების არსებობას“...
მაგრამ პერიოდულად აღნიშნული შეთანხმება ირღვევა და სიტუაცია იძაბება.ბოლოს ასეთი მოხდა 2019 წელს.
ამჟამად ქართველი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის ძეგლის დათვალიერება შეუძლებელია.იქ მისვლა ქართველ ბერებსაც არ შეუძლიათ.

(ვრცლად აღნიშნულზე წაიკითხეთ სტატია:" ჯუმბერ პატიაშვილი: გარეჯის სამონასტრო კომპლექსი არის ჩვენი, სადავოა მხოლოდ ბერთუბანი":
lid.ge/oldversion/post/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A0%E1%8... )
"დავით გარეჯის დილემა" ( აპრილი 30, 2019 ):www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E...
"აზერბაიჯანმა დავით გარეჯის მიერთება იდღესასწაულა": artinfo.ge/2019/10/azerbaijanma-davith-garejis-miertheb...

ფოტოგალერეა:
1.დავით გარეჯი.ბერთუბანი.ღმრთისმშობლის დარბაზული ტაძრის საკურთხევლის აფსიდის მოხატულობა -2019 წ. ფოტო
2. იგივე 1930 წ. ფოტო
3.დავით გარეჯი. ბერთუბანი. ღმრთისმშობლის ტაძრის მოხატულობა. ღმრთისმშობლის დიდება. XIII ს.
4.დავით გარეჯი. ბერთუბანი. ღმრთისმშობლის ტაძრის მოხატულობა.ხარება იოაკიმეს. XIII ს.
5.დავით გარეჯი. ბერთუბანი.წმ.თამარ მეფის ფრესკა
6.დავით გარეჯი. ბერთუბანი.ლაშა გიორგი IV ფრესკა
იხ." ქართული ხუროთმოძღვრება" ფოტო ალბომში: თამარ მეფის ფრესკები (5 ფოტო) 8 ნოემბერი, 2016 ·( ფბ-ზე)
"შ.ამირანაშვილი - დავით გარეჯის უდაბნოს ფრესკები": www.saunje.ge/index.php?id=1489&lang=ka
"კედლის მხატვრობა": www.gch-centre.ge/2018/04/30/%e1%83%99%e1%83%94%e1%83%9...


კულტურული მემკვიდრეობის გის პორტალზე ადგილმდებარეობების დაუზუსტებლად და ფოტოების გარეშე აღრიცხულია:
"ბერთუბნის მონასტერი ":memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"სატრაპეზო ": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
"ბერთუბნის დარბაზული ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°24'6"N   45°24'0"E
  •  248 კმ
  •  1145 კმ
  •  1324 კმ
  •  1381 კმ
  •  1391 კმ
  •  1465 კმ
  •  1635 კმ
  •  1690 კმ
  •  1929 კმ
  •  1934 კმ
This article was last modified 2 წლის წინ