ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Zahesi / საგურამო / ს.საგურამო
 მუზეუმი, სახლი, ისტორიული ადგილები

სახლი აშენებულია ილია ჭავჭავაძის მიერ (მე-19 საუკუნის დასასრული).
შენობა ნაგებია აგურით და რიყის ქვით დუღაბზე. დახურულია თუნუქით. სახლის აგებულება არასტანდარტულია იმ პერიოდის ქართული საცხოვრისისთვის: შენობა რელიეფის შესაბამისადაა აშენებული, ამიტომ ჩრდილოეთის მხრიდან ის ორსართულიანია სამხრეთის მხარეს კი სამსართულიანი. აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს კარიბჭე და ქვის თაღოვანი კიბე. სახლს ჩრდილოეთით პირველ სართულზე, ხოლო სამხრეთით ყველა სართულზე ფართო ხის აივნები აქვს. აივნებთან სართულზე მდებარე ყველა ოთახია დაკავშირებული. კარ-ფანჯრები ხისაა, სარკმლებს აქვს ხისავე დარაბები. თითოეული ოთახი რამდენიმე სარკმლით და კარითაა განათებული. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდება. შენობაში შესასვლელი ყველა ფასადიდანაა, თუმცა მთავარი აღმოსავლეთისაა.
სამხრეთის მხრიდან პირველი სართული ოჯახისთვის განკუთვნილ შიდა ოთახებს ეკავა, მეორე სართულზე სასადილო, მისაღები, სათამაშო ოთახები და დერეფანია. მესამე სართულზე კი საძინებელი, ჰიგიენური და ილიას სამუშაო ოთახებია. ოთახებში, რომლებიც დღეს უკვე საექსპოზიციო სივრცეს წარმოადგენენ მთლიანად ილიასეული ავეჯითაა გაწყობილი. ეზოში მდებარეობს ილიას დროინდელი სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
სურათებით; memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/7037:
Nearby cities:
კოორდინატები:   41°53'30"N   44°45'35"E
  •  15 კმ
  •  515 კმ
  •  616 კმ
  •  732 კმ
  •  742 კმ
  •  780 კმ
  •  881 კმ
  •  894 კმ
  •  1023 კმ
  •  1079 კმ
This article was last modified 7 წლის წინ