ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი (საგურამო)
Georgia /
Mtskheta-Mtianeti /
Zahesi /
საგურამო /
ს.საგურამო
World
/ Georgia
/ Mtskheta-Mtianeti
/ Zahesi
მსოფლიო / საქართველო / მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუზეუმი, სახლი, ისტორიული ადგილები
სახლი აშენებულია ილია ჭავჭავაძის მიერ (მე-19 საუკუნის დასასრული).
შენობა ნაგებია აგურით და რიყის ქვით დუღაბზე. დახურულია თუნუქით. სახლის აგებულება არასტანდარტულია იმ პერიოდის ქართული საცხოვრისისთვის: შენობა რელიეფის შესაბამისადაა აშენებული, ამიტომ ჩრდილოეთის მხრიდან ის ორსართულიანია სამხრეთის მხარეს კი სამსართულიანი. აღმოსავლეთიდან მიდგმული აქვს კარიბჭე და ქვის თაღოვანი კიბე. სახლს ჩრდილოეთით პირველ სართულზე, ხოლო სამხრეთით ყველა სართულზე ფართო ხის აივნები აქვს. აივნებთან სართულზე მდებარე ყველა ოთახია დაკავშირებული. კარ-ფანჯრები ხისაა, სარკმლებს აქვს ხისავე დარაბები. თითოეული ოთახი რამდენიმე სარკმლით და კარითაა განათებული. სართულები ერთმანეთს შიდა კიბით უკავშირდება. შენობაში შესასვლელი ყველა ფასადიდანაა, თუმცა მთავარი აღმოსავლეთისაა.
სამხრეთის მხრიდან პირველი სართული ოჯახისთვის განკუთვნილ შიდა ოთახებს ეკავა, მეორე სართულზე სასადილო, მისაღები, სათამაშო ოთახები და დერეფანია. მესამე სართულზე კი საძინებელი, ჰიგიენური და ილიას სამუშაო ოთახებია. ოთახებში, რომლებიც დღეს უკვე საექსპოზიციო სივრცეს წარმოადგენენ მთლიანად ილიასეული ავეჯითაა გაწყობილი. ეზოში მდებარეობს ილიას დროინდელი სამეურნეო დანიშნულების ნაგებობები.
სურათებით; memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/7037:

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ილია_ჭავჭავაძე
Nearby cities:
კოორდინატები: 41°53'30"N 44°45'35"E
- ძალისის ნაქალაქარი 14 კმ
- თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ 21 კმ
- უფლისციხე 47 კმ
- ვარძია 136 კმ
- ახალციხის ციხე 151 კმ
- სალხინო - დადიანების საზაფხულო რეზიდენცია 211 კმ
- კონსტანტინე გამსახურდიას სახლ-მუზეუმი 215 კმ
- ციხეგოჯი - არქეოპოლისი - ნოქალაქევი 218 კმ
- ზოოპარკი და მუზეუმი 302 კმ
- სტალინის აგარაკი 389 კმ
- საგურამოს თემი 1.2 კმ
- ახალსოფელი 2.3 კმ
- ნატახტრის თემი 5.1 კმ
- საგურამოს ქედი 5.2 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 5.2 კმ
- ნავდარაანთკარის თემი 6 კმ
- გალავნის თემი 7.7 კმ
- ზაქაროს თემი 8.8 კმ
- თბილისის ეროვნული პარკი 13 კმ
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი 38 კმ