აწყვიტა

Georgia / Samtskhe-Javakheti / Aspindza / ასპინძის მუნიციპალიტეტი
 სოფელი  Add category
 Upload a photo

აწყვიტა – სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო–აღმოსავლეთ ფერდობზე, მდ. მტკვრის მარცხენა მხარეს. სასოფლო თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 1260 მ–ზე, ასპინძიდან დაშორებულია 2 კმ–ით.
2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 577 კაცი,ხოლო 2014 წელს-466.
ლეგენდის მიხედვით, როდესაც თამარ მეფე ბასიანისკენ მიუძღოდა ლაშქარს, დაღლილებმა ერთი ბანაკი დასცეს დასასვენებლად. ის იყო, პურობა დამთავრდა, რომ თამარის დაბმულმა ცხენმა აიწყვიტა და დაიჭიხვინა. მეფეს გაუხარდა — ეს კარგი ნიშანია, გამარჯვების მომასწავლებელიაო. ბასიანის ომის ძლევამოსილი გამარჯვების შემდეგ ამ ადგილისათვის აწყვიტა დაურქმევიათ.
სოფლის მიდამოებში აღრიცხულია წმ. მარიამის ნაეკლესიარი (ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია):
იხ. უსურათოდ და აღწერის გარეშე "წმ. მარიამის ნაეკლესიარი": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/17260
სოფელში კი აღრიცხულია შურა ივანიძის ბოსელი (სურათებით ):memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/5237
და წყარო (სურათებით ): memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/5236
Nearby cities:
კოორდინატები:   41°30'31"N   43°14'54"E
This article was last modified 5 წლის წინ