ზემო ყარაბულაღი | სოფელი

Georgia / Kvemo Kartli / Trialeti / დმანისის მუნიციპალიტეტი
 სოფელი  Add category
 Upload a photo

ზემო ყარაბულაღი — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში (ყარაბულახის თემი),მდებარეობს გომარეთის პლატოზე. მდინარე შავწყაროსწყლის (ხრამის მარჯვენა შენაკადი) ნაპირას. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 16 კილომეტრით. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 871 კაცი( XVII საუკუნეში შაჰ.აბასის მიერ ტყვედ წაყვანილი ქართველების სანაცვლოს ირანიდან ჩამოსახლებული თათრების შთამომავლები)
ამ სოფელს მდინარე შავი წყალი ჩამოუდის. სოფლის სახელიც აქედან მოდის. ყარაბულახი, აზერბაიჯანულად შავ წყალს ნიშნავს.
სოფლისა და მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილია ისტორიული ძეგლები:
ეკლესია
ეკლესია
ორთაშუას ეკლესია(მეურნეობასთან)
პალეოლითის ხანის სადგომი – ზურტაკეტის ეხი
ყორღანული ველი

matsne.gov.ge/ka/document/download/3365048/0/ge/pdf
ყარაბულახი იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ , 1701-1711 წწ. ქვემო ქართლის აღწერა, „დასტურლამალი“ , იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ , ნიკო დადიანის „ქართველთ ცხოვრება“ .
მდებარეობს დმანისის მუნიც-ში, მდ. შავწყაროსწყლის ორივე ნაპირზე, თანამედროვე სოფლების ზემო და ქვემო ყარაბულახის ტერიტორიაზე.
წყაროებში ყარაბულახი იხსენიება XVII ს-ის ბოლოდან. 1695 წ. ერეკლე I (1688-1703) ირანის ჯართან ერთად, რომელსაც სათავეში ედგა ქალბალიხანი, შემოვიდა ქვემო ქართლში და ყარაბულახში დაბანაკდა . XVIII ს-ის დასაწყისში ზურტაკეტის ხეობაში 3 ყარაბულახი მოიხსენიება – ზემო, ქვემო და სასახლის ყარაბულახი. ამ სოფლებში ყმა-მამულს ფლობდნენ ყაფლანიშვილები, იარალიშვილები და სამეფო ოჯახის წევრები.
სოფ. ზემო ყარაბულახში 1945 წ. გეომორფოლოგიური დაკვირვების დროს ლ.მარუაშვილმა აღმოაჩინა პალეოლითის ხანის სადგომი – ზურტაკეტის ეხი, რომელიც 1966-1967 წწ. შეისწავლა ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხრამის ხეობის ქვის ხანის შემსწავლელმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძ. ნინო ბერძენიშვილი). 1959-1961 წწ. თბილისის სახ. უნივერსიტეტისა და საქართველოს ხელოვნების სახ. მუზეუმის თრიალეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ო. ჯაფარიძე) გათხარა და შეისწავლა სოფ. ყარაბულახის მახლობლად ადგილ „ორთაშუაზე“ მდებარე ყორღანული ველი.
ზურტაკეტის ეხი მდებარეობს სოფ. ზემო ყარაბულახში, მდ. შავწყაროსწყლის მარჯვენა ნაპირზე, გომარეთის (წალკის) პლატოს ძირში. სადგომი გაჭრილია დოლერიტებში. 43-80 სმ სიმძლავრის ფენაში აღმოჩნდა 386 ერთეული ქვის ნაწარმი. უმეტესი ნაწილი შავი ფერის ობსიდიანისაა. 8 წითელძარღვიანი ობსიდიანისაა, 9 სხვადასხვა ფერის კაჟის, 4 ბაზალტის და 1 რქეულას ჯიშის ქვისაგანაა დამზადებული. ამ სადგომში ყველაზე დიდი სერითაა წარმოდგენილი ლამელები – 162 ერთეული. მათ შორის 70 მიკროლამელაა. აქვე აღმოჩნდა 15 ნუკლეუსი – პრიზმული, კონუსური, ბრტყელი და მილეული ფორმის; 21 სამუშაო იარაღი: საფხეკი – 12, საჭრისი – 2, სახვრეტი – 2, ხვეწი – 2. გარდა ამისა, ზურტაკეტის ეხში აღმოჩნდა მრავალფეროვანი ფაუნა: კეთილშობილი ირემი, ბიზონი, კავკასიური ჯიხვი, შველი, მუფლონი, კულანი, კურდღელი, ყურებიანი ზღარბი, მემინდვრია, გარეული ცხენი. ზურტაკეტის სადგომი ქვის ინვენტარის ხასიათის მიხედვით სეზონურ სადგომს წარმოადგენს და თარიღდება მეზოლითური ეპოქის შუა ხანით (საქ. არქ. 1991: 207-209; გაბუნია 1975: 21-28).
ყორღანული ველი მდებარეობს მდ. ხრამისა და მისი მარჯვენა შენაკადის მდ. შავწყაროსწყლის აუზში, ადგილ „ორთაშუაზე“, სოფ. ახას, ყარაბულახსა და უსეანქენდს შორის. გაითხარა 9 ყორღანი. თარიღდება ძვ. წ. XVII ს-ის შუა ხანებით – ძვ. წ. XVI ს-ის დასაწყისით.
ყორღანთა ქვაყრილები ძირითადად გამართულია ქვამიწაყრილიან ფუძეზე. უდიდესი ყორღანის (№4) ზომებია: დმ 100 მ, სიმაღლე 8 მ; უმცირესის (№5) დმ 32X22 მ, სიმაღლე 1,5 მ. ყორღანებში მიცვალებულთა დასაკრძალავად აგებულია ოთხკუთხა ნაგებობები – „დარბაზები“, რომლებიც ნაგებია ფილაქვებით, წყობა მშრალია. გამონაკლისს წარმოადგენს №№8, 9 ყორღანები, რომელთა დარბაზები რიყის ქვითაა ნაგები. №5 ყორღანს „დასაკრძალავი დარბაზი“ არ ჰქონდა. მიწის პირზე მოწყობილი იყო დასაკრძალავი მოედანი. №№3, 4, 6 ყორღანების „დასაკრძალავ დარბაზებს“ აღმოსავლეთიდან აქვს დრომოსები. დარბაზისა და დრომოსის კედლების ზოგიერთ ქვაზე ნაკაწრი ნიშნებია გამოყვანილი. №№1, 2, 7 სამარხების კედლებში მცირე ზომის სათავსოებია მოწყობილი. გარდა ამისა, ზოგიერთ ყორღანში (№№1, 2, 4, 7) ჩაშვებულია მოგვიანო ხანის სამარხები. ყორღანები გაძარცულია.
ზურტაკეტის ყორღანებიდან ყველაზე ადრეულია №4 ყორღანი. თარიღდება ძვ. წ. XVII ს-ის შუა ხანებით. ყორღანის (დმ 100 მ, სიმაღლე 8 მ) თავზე მდებარე კონუსისებური ჩაღრმავების დმ 30 მ-ია, სიმაღლე – 2,60 მ. ყრილი შედგება დიდი ზომის რიყის ქვებისაგან. „დასაკრძალავი დარბაზი“ (დაახ. 11X9მ) ნაგებია ფილაქვებით, მშრალი წყობით. იატაკზე თანაბარი დაშორებით ბრტყელი ქვები ელაგა, რომლებიც ხის სვეტების საყრდენად გამოიყენებოდა. „დასაკრძალავ დარბაზს“ აღმოსავლეთიდან დრომოსი (სიგრძე 5 მ, სიგანე 4 მ, კედლების სიმაღლე 1,5 მ) უერთდება. მიცვალებული დარბაზის დასავლეთ ნაწილში იყო დაკრძალული. სამარხში აღმოჩნდა: შავპრიალა ვარდისფერსარჩულიანი და მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები, შემკული ამოღარულ-ამოკაწრული და ნაპრიალები (წიწვისებური და ტეხილხაზოვანი) ორნამენტებით; ოქროს ფირფიტისაგან დამზადებული მილაკები (4 ც) და მძივი; ვერცხლის კასრისებური მძივები და უმბონი, რომლებიც შემკულია ამობურცული წერტილოვანი ორნამენტით. გარდა ამისა, სამარხში აღმოჩნდა სარდიონის ბიკონუსური მძივი, ობსიდიანის ქუსლამოღარული ისრისპირები და სხვ.
№4 ყორღანის ქვაყრილის კიდეზე, ქვამიწაყრილიან ფუძეზე ჩაშვბულია სამარხი, რომელშიც აღმოჩნდა ცხენის რამდენიმე კბილი, რკინისაგან დამზადებული ლაგამი, აბჯრის ნატეხები, ისრისპირი, ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე X-ის (1059-1067) მონეტა.
ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან ყორღანს ეკვრის ნასოფლარი, რომლის შენობები აგებულია ყორღანის ყრილიდან აღებული ქვებით.
www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=1635
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/6482-...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°25'4"N   44°5'55"E
This article was last modified 4 წლის წინ