ამამლო(ჰამამლო)(ყოფ.ვარძაგარა)
Armenia /
Lori /
Metsavan /
World
/ Armenia
/ Lori
/ Metsavan
მსოფლიო / საქართველო / ქვემო ქართლის მხარე
სოფელი
Add category

ამამლო(ჰამამლო) (ყოფ.ვარძაგარა) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს მდინარე შავწყაროსწყლის (მაშავერის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1160 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 9 კილომეტრით.
სოფლის სამხრეთით, 1 კმ-ზე, ძველი ნამოსახლარია, გალავანშემორტყმული XII საუკუნის თამარის ეკლესიითა და მცირე სასაფლაოთი. დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ სამშენებლო წარწერაში მოხსენიებული არიან მეფეთმეფე თამარი და ერისთავი კახა, მისი დედა კრავაი და ძეგლის აღმშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი. წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ძველ სასაფლაოზე შემონახული იყო დიდი ქვაჯვარი კვარცხლბეკზე ამოკვეთილი ვრცელი ქართული წარწერით, იგი ამ ტიპის ძეგლთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენდა. 1964-მდე ჯვარი ჯერ კიდევ იდგა. ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ ფოტოსურათი. ჯვარი და მოჩუქურთმებული ქვედა ნაწილი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. კვარცხლბეკის წარწერა XIII-XIV საუკუნეებით თარიღდება.
ამამლოს მახლობლად დგას შუა საუკუნეების მოხატული ეკლესია(ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია).
დევი ბერძენიშვილი ".ვარძაგარა": www.dzeglebi.ge/statiebi/istoria/varzagara.html
matsne.gov.ge/ka/document/download/3365048/0/ge/pdf

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ამამლო
Nearby cities:
კოორდინატები: 41°16'47"N 44°14'0"E
- ზემო ოროზმანი 6.1 კმ
- განთიადი 7.3 კმ
- მეწავანი 7.9 კმ
- ირგანჩაი (ჭანდარი) 12 კმ
- დიდი გომარეთი 26 კმ
- ფოკა 40 კმ
- განძანი 42 კმ
- გორელოვკა 47 კმ
- სათხე 50 კმ
- ეშტია 54 კმ
- სასაფლაო 6.5 კმ
- პანტიანის ტბა 7.1 კმ
- დმანისის ტყე 7.4 კმ
- ბაშფლემის ტბა 7.5 კმ
- ტაპას ტბა 8.1 კმ
- ტბა 8.5 კმ
- ტბა "ჟურალიოვკა" 9 კმ
- იაყუფლოს წყალსაცავი 9 კმ
- დმანისის მუნიციპალიტეტი 11 კმ
- ბოლნისის მუნიციპალიტეტი 24 კმ