განთიადი (ყოფ.ყალამშა) | სოფელი

Armenia / Lori / Metsavan /
 სოფელი  Add category

განთიადი (ყოფილი ყალამშა - გადაერქვა 1949 წლის 12 ივლისს) — სოფელი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის დმანისის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დმანისის პლატოზე. მდინარე მაშავერის ნაპირებზე. ზღვის დონიდან 1060 მეტრზე, დმანისიდან დაშორებულია 5 კილომეტრით.
ახლანდელი ქართული მოსახლეობა XIX საუკუნეში ჯავახეთიდან არის მოსული.
სოფელში შემორჩენილია X-XI საუკუნეების ეკლესია (განთიადის ყალამშა), რომელიც მრავალჯერ გადაუკეთებიათ. კედლებში ჩაყოლებულია წარწერიანი ლოდები, ერთი — აგების დროინდელია, ორი — XIII-IV საუკუნეებისაა.
სურათებით:saunje.ge/index.php?id=1009&lang=ka
სოფელში ასევე დგას მე-19 საუკუნის ჯვართამაღლების დარბაზული ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით.
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/6371
სოფლის მიმდებარე მიდამოებშია ისტორიული ძეგლები,რომელთა ადგილმდებარეობები დასაზუსტებელია:
1.“სამების” ეკლესია (გვიანი შუა საუკუნეების) memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/17915
2. განთიადის ეკლესია, სასაფლაოს სტელები
3.განთიადი, (მიდამოები), „ნაგზაური” ეკლესია
4. განთიადი, (მიდამოები), დას-ით 2 კმ-ში ეკლესია „ყვავის საყდარი”
5. განთიადი, ეკლესია „სასაფლაოს საყდარი”
6. განთიადი, (მიდამოები), ვარდისუბნისკენ, სამანქანო გზის მარჯვენა მხარეს ნაეკლესიარი
matsne.gov.ge/ka/document/download/3365048/0/ge/pdf
Nearby cities:
კოორდინატები:   41°20'25"N   44°15'28"E
This article was last modified 6 წლის წინ