Caucasus Online (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tskneti / თბილისი / ვაჟა-ფშაველას გამზირი, 69/71
 internet service provider (ISP) (en)  Add category
 Upload a photo

Caucasus Online - პირველი ქართული, სწრაფად ზრდადი ინტერნეტ–პროვაიდერი კომპანიაა. ის ISP–ის ბაზარზე ლიდერის პოზიციას მაღალი ხარისხით და ხელმისაწვდომი კომპლექსური მომსახურეობით ინარჩუნებს. ეფექტური მენეჯმენტი, მოწინავე სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიები და ინოვაციური პროექტები კომპანიის წარმატების საწინდარია.

Caucasus Online - დაკომლექტებულია წარმატებული, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე, ძლიერი მმართველობითი გუნდით, რომელიც გამოირჩევა უნიკალური ადმინისტრაციული უნარ–ჩვევებით. ამჟამად, კომპანია 380 მაღალკვალიფიციურ თანამშრომელს აერთიანებს.

Caucasus Online – ის მიზანია უზრუნველჰყოს ხარისხიანი მომსახურება, კიდევ უფრო დახვეწოს საკუთარი იმიჯი სატელეკომუნიკაციო ბაზარზე, განავითაროს ვებ კონტენტი, შექმნას მისი მართვის და მომხმარებლისთვის ხელსაყრელ ფორმაში გამოყენების პროგრამული უზრუნველყოფა. გააუმჯობესოს სამომხმარებლო პაკეტი, შექმნას მომხმარებლთან ურთიერთობის ეფექტური სისტემა.

Caucasus Online – ის მიერ შექმნილი ფართო მოხმარების ინტერნეტ ქსელი მოიცავს როგორც მთელ თბილისს, ასევე საქართველოს დიდ ნაწილს. კომპანიას აქვს საკუთარი ოპტიკური ქსელი, რომელიც ფართო არხით დაკავშირებულია ევროპის ძირითად ინტერნეტ მაგისტრალთან.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°43'28"N   44°43'49"E
This article was last modified 2 წლის წინ