კორბოული
Georgia /
Imereti /
Sachkhere /
World
/ Georgia
/ Imereti
/ Sachkhere
სოფელი
Add category
კორბოული — სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნიგვზარა, შომახეთი). სოფელში მოიპოვება პემზა. სოფელში არის ორი საჯარო სკოლა. და საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის გომი-საჩხერის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.
სოფელში ფუნქციონირებს იუსტიციის სამინისტროს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც მომხმარებელს სოფლიდან გაუსვლელად შეუძლია სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი სერვისით სარგებლობა.
მდებარეობს ზღვის დონიდან 790 მეტრი, საჩხერიდან 18 კილომეტრი, თბილისიდან 145 კმ, ხაშურიდან 55 კმ, ჭიათურიდან 25 კმ.
კორბოულს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან გორისა, მოძვი და ჯალაურთა, სამხრეთიდან მდინარე ძირულა, სოფლები ხვანი, ჭალვანი და ლიჩი. აღმოსავლეთიდან შიდა ქართლის მხარისსოფლები, ხოლო დასავლეთიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები — ბერეთისა და უსახელო. სოფლის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან აკრავს შინმოუსვლელთა გორა და მდინარე ფრონე. სამხრეთიდან მდინარე ძირულას ხეობა. აღმოსავლეთიდან ეწრების და ესიების სერები.
არის როგორც ფართო ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანები ტყე. ნიადაგის სახეებიდან წარმოდგენილია: მთის,ეწერი, ტუტე და ალუვიური ნიადაგები. სოფლის ფართობი შეადგენს 7,5 კმ2-ს. სახნავ ფართობებს უკავია 2150 ჰა, საძოვარს 1315 ჰა, მრავალწლიანი ნარგავებს 7 ჰა, სათიბს 40 ჰა, ტყესა და ბუჩქნარს 3098 ჰა. სოფელში მიედინება მცირე მდინარეები გაბანდულა, საკანაფურა, საჩქეფელა და სხვა. მთავარი მდინარეა დუმალა. ის პერიოდულად შრება. კორბოულისა და ბერეთისის საზღვარზე მოწყობილია დიდი წყალსაცავი, საიდანაც წყალი იტუმბება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსარწყავად.
ზეპირი წყაროების მიხედვით სოფლის სახელწოდება XIII საუკუნიდან მოდის. მონღოლთა შემოსევის დროს მტრის ლაშქარს კორბოულის ტერიტორიაზე გაუვლიათ, ქართველები დაუმარცხებიათ და ტერიტორია დაურბევიათ. ამ დროს მონღოლთა ლაშქარს მოუძღოდა მთავართა გვარის წარმომადგენელი კოლა ჯაყელი. კოლას მიერ დარბეულ ტერიტორიაზე საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან გადმოუსახლებიათ ხალხი და დარბეულ ტერიტორიაზე ჩაუსახლებიათ. ამის გამო დასახლებულ პუნქტს ,,კოლარბეული” ეწოდა.
ამის შემდეგ ჟამთა სვლამ სოფლის სახელწოდება ხშირად შეცვალა: ,,კვერბეული”, ,,კორბეული”, ,,კოლიბაური”. ჩვენამდე კი მოაღწია ,,კორბოულის” სახელით. კორბოულის შესახებ გარკვეულ მონაცემებს იძლევა ცნობილი ფრანგი მოგზაური შარდენი თავის წიგნში ,,ჟან შარდენის მოგზაურობა სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში”, რომელშიდაც კორბოული ,,კოლიბეურის” სახელითაა მოხსენებული. საყურადღებო და ნიშანდობლივია, რომ მოგზაურობისას შარდენი ალიდან საზანომდე, რომელიც მან გაიარა 1672 წლის 23 დეკემბრიდან 27 დეკემბრამდე, გარდა კორბოულისა, არცერთი სოფლის სახელს არ ასახელებს.
კორბოულის არქეოლოგიური შესწავლისას მნიშვნელოვანი მასალებია მოპოვებული გორაძირის დასახლებაში, სადაც 1967 წ. ივლისში ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგიური ექსპედიციის (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი) მიერ ჩატარდა გათხრები.
სოფლის ისტორიულ ძეგლებს შორის აღსანიშნავია:
ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (ცნობილია წითელი ეკლესიის სახელითაც ),რომელიც მდებარეობს კაპანაძეების უბანში.ეკლესია აკურთხა იმერეთის წმინდა ეპისკოპოსმა გაბრიელმა ქიქოძემ 1878 წლის 28 აგვისტოს
იხ. ღვთისმშობლის ( შავ-თეთრი სურათით):memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/8943
სისვაძეების უბანში -წმ. გიორგის ეკლესია( სურათზე გულიაშვილების წმ.გიორგი???) (შავ-თეთრი სურათით "წმ. გიორგის სახ. ეკლესია":
memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/8945
კაპანაძეების უბანში- აღდგენილი კვირაცხოველის ეკლესია -შავ თეთრი სურათით "ნაეკლესიარი "კვირაცხოველი": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/8940
ძლევის წმინდა გიორგის ახალი (1875 წ.) და ძველი ეკლესიები.
ჯვართამაღლების,
კორბოულის ??( შომახეთის) წმინდა ნიკოლოზის ეკლესია
იხ.კორბოულის ეკლესიების სურათები"ბლოგი კორბოულის შესახებ":korboulismeore.wordpress.com/2013/11/10/%e1%83%99%e1%83...
იხ."სოფელი კორბოული": agronews.ge/sopheli-korbouli/

სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/კორბოული
Nearby cities:
კოორდინატები: 42°13'59"N 43°28'49"E
- ითხვისი 16 კმ
- ზოდი 21 კმ
- რგანი 24 კმ
- ღორეშა 25 კმ
- ხრეითი 31 კმ
- დილიკაური 34 კმ
- მუხურა 38 კმ
- ქვედა კვალითი 44 კმ
- პირველი სვირი 46 კმ
- მეორე სვირი 49 კმ
- ძლევის უბანი 0.4 კმ
- გოგატიშვილების უბანი 0.9 კმ
- გორაძირის მთები 3 კმ
- საჩხერის მუნიციპალიტეტი 6.3 კმ
- ნიორა 8.6 კმ
- ლიხის ქედი 15 კმ
- ალის თემი 17 კმ
- ჭიათურის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- ხაშურის მუნიციპალიტეტი 26 კმ
- ცხინვალის რეგიონი 54 კმ