ზოდი

Georgia / Imereti / Sachkhere / ჭიათურის მუნიციპალიტეტი
 სოფელი  Add category
 Upload a photo

ზოდი — სოფელი ჭიათურის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: დარკვეთი, ზედუბანი, მოხოროთუბანი). მდებარეობს ჭიათურის პლატოზე, ზღვის დონიდან 630 მეტრი, ჭიათურიდან 13 კილომეტრი. ზოდი ისტორიულ წყაროებში პირველად მოიხსენიება XV საუკუნეში. სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი, მინერალური წყლები. სოფელში არის საბავშვო ბაღი.
სოფელ ზოდში მოსავლიანი ადგილების სიუხვის გამო ამ სოფელზე ამბობდნენ „ოქროს ზოდიაო“, სწორედ ამის გამო უნდა დარქმეოდა სახელი "ზოდი". მეორე ვერსიის თანახმად კი სოფელ ზოდის სახელწოდება წარმოდგება ამ ტერიტორიაზე ნაპოვნი ლითონის ზოდის გამო.
სოფლის სასაფლაოზე დგას ქაშუეთის წმინდა გიორგის ეკლესია,ხოლო მიმდებარე ტერიტორიაზე (აღმოსავლეთით)-ზოდის ციხის ნანგრევებია შემორჩენილი.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდ.ჯრუჭულას მხარეს მდებარეობს ტურისტებში საკმაოდ პოპულარული "ხვედელიძეების კლდის" ორ სართულიანი მღვიმე.
იხ.სტატია:"ჭიათურის სოფელ ზოდის ისტორია და სოფლის მღვიმე, რომელიც ტურისტის არჩევანია":
topnews.com.ge/news/12205
ვიდეო:"აღმოაჩინე საქართველო - ხვედელიძეების კლდის მღვიმე":
www.youtube.com/watch?v=aJNRmD8nTPI
ამის გარდა ზოდის ტერიტორიაზე მრავლადაა კარსტული ფორმები, მათ შორის აღსანიშნავია:
სამგლე კლდე --- პალეოლითური ხანის კარსტული მღვიმე მდინარე ჯრუჭულის კანიონისებური ხეობის მარჯვენა ნაპირზე (სამერცხლე კლდისა და ჯრუჭულის მღვიმეებს შორის) აღმოაჩინეს 1962 წელს და გათხარეს 1963-67 წლებში. სამგლე კლდის ქვედა ფენა შუა პალეოლითის ხანისაა. აღმოჩენილია მღვიმის დათვის, ბიზონის, შვლის, კეთილშობილი ირმის, ჯიხვისა და გიგანტური ირმის ძვლები. მღვიმე ნეანდერტალური ადამიანის დროებით ნასახლარს წარმოადგენდა. მასალა შუა მუსტიეს ხანას განეკუთვნება.
სამელე კლდე ---მდებარეობს მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე. ის ნეოლითისა და ადრინდელი ბრინჯაოს ხანის ძეგლია. გათხრები მიმდინარეობს 1959 წლიდან. სამელე კლდე ადრინდელი სამიწათმოქმედო კულტურული ძეგლია.
სამერცხლე კლდე ( I და II მღვიმე) --- ზოდსა და სოფელ დარკვეთს შორის, მდინარე ჯრუჭულის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 600 მ. მდებარეობს. მღვიმე კარსტული წარმოშობისაა. გათხარეს 1963-66 წლებში. ფიქსირებულია 3 კულტურული ფენა.
კლდის წყალის (ნეკრესის) მღვიმე.
ბრეგვაძეების კლდის მღვიმე.
თაროკლდის (რაჭველების) მღვიმე.
ბარათაშვილების შახტი.
ქვედა ზოდის I მღვიმე.
ჯრუჭულის (ჯრუჭის) მღვიმე.
სოფლის ჩრდილოეთით (სოფ.ზედუბნის სამხრეთ-დასავლეთით ) 555 მეტრზე ზ.დ. მდ.ციხისწყლის კანიონია შუასაუკუნეების ციხე-სიმაგრით.
კოორდინატები: N 42°21′11″; E 43°18′37″.
იხ."იმერეთის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების როლი ტურიზმის განვითარებაში ":
conference.sens-2016.tsu.ge/uploads/5776508245d42%E1%83...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°20'20"N   43°18'49"E

Comments

  • gtxovt dadot rame inpormacia am sopelze
This article was last modified 6 წლის წინ