თრუსოს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია
Georgia /
Mtskheta-Mtianeti /
Sioni /
World
/ Georgia
/ Mtskheta-Mtianeti
/ Sioni
მსოფლიო / საქართველო / მცხეთა-მთიანეთის მხარე
ეკლესია (43), რელიგიური თაყვანისცემის (საკულტო) ნაგებობა
არქიტექტურული ძეგლი დგას სოფელ კართსოფლიდან აღმოსავლეთით და სოფელ აბანოს დასავლეთით 1,5 კმ-ზე, თრუსოს ხეობის შუა წელზე, მდ. თერგისა და სუათისის შესაყვართან, მთის თხემზე და ზევიდან გადმოყურებს ნასოფლარ ზაკაგორს(ზაქაგორს).
ეკლესია თრუსოს ხეობის მთავარი სალოცავია. თარიღდება მე-10 ს-ით. ადგილობრივ მკვიდრთა ცნობით, ეკლესიის კარის თავზე ქართული წარწერა იყო, რომლის თანახმადაც, შენობის აგებისას 330 ფუთი მარილი დახარჯულა.
ეკლესია დარბაზულია (9,5x5,7 მ), ნაგებია ფიქალის მოზრდილი ქვით. ეკლესიას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გარედან გადახურულია ტიმპანით. კარის თაღთან ახლოს, შელესილობაზე, შემორჩენილია ხელის მტევნის ანაბეჭდი. ნახევარწრიულის მსგავსი, უსწორმსწორო ფორმის აფსიდი დასრულებულია უსწორმასწორო ფორმის კონქით. აფსიდში მცირე ზომის, ბრტყლად გადახურული სარკმელია, მის ქვემოთ კედელზე ტრაპეზის ქვაა მიბჯენილი. სარკმლის მარცხნივ მცირე სწორკუთა ნიშია. აფსიდის კედელში კონქის ქუსლის დონეზე, ჩადგმულია ორი ქვევრი. ასეთივე ორი ქვევრი დას. კედელშიცაა. საკურთხევლის ბაქანი დარბაზის იატაკიდან ორი საფეხურითაა შემაღლებული. საკურთხევლის წინ დგას მართხკუთხა ქვა, რომლის ცენტრში ამოკვეთილიაა ცილინდრული ფორმის ფოსო (ჯვრის ჩასამაგრებელი?). ცილინდრული ფორმის კამაროვანი გადახურვა ეყრდნობა კონქის თაღს, დასავლეთის კედლისა და შუა საბჯენ თაღს. ეს უკანასკნელი გრძივი კედლების თითო ორსაფეხხურიან პილასტრებზე გადადის. პილატრების პირველ საფეხურზე კედლის თაღებია გადაყვანილი. სამხრეთის კედლის აღმოსავლეთ თაღში მცირე სწორკუთხა სარკმელია. მსგავსი სარკმელია დასავლეთის კედელშიც. დარბაზს ქვის საფეხური შემოუყვება. ეკლესიის ფასადები შელესილი და შეთეთრებულია (ზედა ნაწილში შელესილობა ამჟამად ჩამორეცხილია). ფასადზე სამივე სარკმელს ნაწევარწრიული, რელიეფური თავსართი აქვს. სახურავი ორფერდაა, გადახურულია ფიქალის დიდი ფილებით, სახურავის კეხზე, აღმოსავლეთითით, დგას ქვის ჯვარი. ეკლესიას სამხრეთიდან ორი გვიანი მინაშენი ეკვრის. მათგან დასავლეთით მდებარე, რომელიც ეკლესიის კარიბჭის ფუნქციას ასრულებდა, ბევრად უფრო ადრინდელია აღმოსავლეთისაზე. ეს მინაშენი გეგმით ოთხკუთხაა (5x3 მ). შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. კარი გადახურულია თარაზულად. აღმოსავლეთითი ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია, დასავლეთით - მცირე სწორკუთხა ნიში. სამხრ. კედლის ზედა ნაწილში (გვიანია) კვადრ. ფორმის სარკმელია. გარედან, სარკმელთან ახლოს, წყობიდან, ფიქალის სამი ქვაა მიჯრით გამოშვერილი, რომლებითაც მათ ქვემოთ დაკიდებული ზარია გადახურული. აღმ-ით მდებარე მინაშენიც (ამჟამად თითქმის დანგრეულია) გეგმით ოთხკუთხაა (4,8x2,8 მ). შესასვლელი (შემორჩენილია წირთხლების ნაწილი) სამხრ-იდან ჰქონია. გარედან, სამხრ. კედლის დას. კიდესთან, მცირე ზომის სწორკუთხა ნიშია, რომლის გვერდით შელესილობაზე, ხელის მტევნის ანაბეჭდია.
იხ. "მთავარანგელოზის ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/512

სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/კართსოფლის_მთავარანგელოზთა_ეკლესია?fbclid=IwAR2lyjPAzeBN11-9i8_yJYQKivjZcIGPzhKdtiJ7XlFK_twYRn_REsWfkmc
Nearby cities:
კოორდინატები: 42°36'51"N 44°22'3"E
- აბანოს ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია და დედათა მონასტერი 2 კმ
- ნასოფლარ კეტრისის წმ.12 მოციქულის სახ.მამათა მონასტერი 2.8 კმ
- კობის (ალმასიანის) გუმბათოვანი ეკლესია 12 კმ
- ხევის სიონის ეკლესიის კომპლექსი 17 კმ
- ტყარშეტის მამაწმინდის ეკლესიის კომპლექსი (ნანგრევები) 17 კმ
- ათენგენობის ნიშის მინდორი 23 კმ
- ნიში (ათენგენობა) ??? 23 კმ
- წყალშუის ჯვარი 44 კმ
- მთავარანგელოზის სახელობის სათემო ჯვარი 44 კმ
- იაღსარი სვეტად ჩამოსული 46 კმ
- თრუსოს ხეობა 0.8 კმ
- კობის თემი 13 კმ
- მაღრან-დვალეთი 14 კმ
- ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 14 კმ
- გუდაურის თემი 15 კმ
- მთიულეთი 31 კმ
- ჯავა 34 კმ
- ცხინვალის რეგიონი 34 კმ
- ალაგირის რაიონი 38 კმ
- ოსეთი 67 კმ