ფშაველი
| სოფელი
Georgia /
Kakheti /
Telavi /
თელავის მუნიციპალიტეტ
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Telavi
მსოფლიო / საქართველო / კახეთის მხარე
სოფელი
Add category
![](https://wikimapia.org/img/wm-team-userpic.png)
ფშაველი, სოფელი თელავის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი, გაშენებულია მდინარე სტორის ნაპირზე.
სოფელი ფშაველის სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ერთ-ერთი ვერსიით სოფელს სახელი ფშაველი ეწოდა იმის გამო, რომ ფშავლებს ამ ტერიტორიაზე ჰქონდათ სახატე ზვრები (ვენახები), რაც უტყუარი ჭეშმარიტებაა, ამჟამად ჯერ კიდევ არიან სოფელში მცხოვრები მხცოვანი ადამიანები ვისაც კარგად ახსოვთ ფშავლების ნავენახარი ადგილები, მათ ვენახები ჰქონიათ დღევანდელი ადმინისტრაციული შენობის, ამბულატორიისა და კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ფშაველი და მისი მიმდებარე ტერიტორია სტორის, იგივე შტორის ხეობის უძველეს დასახლებას წარმოადგენს. სოფელმა სახელწოდება გვიანდელ შუა საუკუნეებში ფშაველი მოახალშენისგან მიიღო. ადრინდელ საისტორიო წყაროებში ეს სახელწოდება არ ჩანს, რაც საქართველოს ბარში მთიელთა მიგრაციას მიგვანიშნებს. აქტიური კულტურული სამეურნეო ცხოვრებაში კვალი თანამედროვე ფშაველში და მის მიდამოებში ადრინდელ შუა საუკუნეებიდანვე შეინიშნება.
ფშაველის მიდამოები ხშირად იხსენიება ქართულ ნარატიულ საისტორიო წყაროებშიც „შტორის ხეობა“ და „შტორის ერისთავები“ ქართულ სინამდვილეში უკვე VIII საუკუნიდან. ესე იგი მდინარე სტორის ხეობა უკვე გარკვეულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებად ჩამოყალიბდა, რომელსაც ადგილობრივი ერისთავი განაგებდა. შტორის საერისთავოსთან დაკავშირებით ხშირად ხსენიებენ „ნახჭევნის ციხეს“, რომელიც VIII-XI საუკუნეში არა მხოლოდ სტორის ხეობის, არამედ მთელი კახეთის მასშტაბითაც უძლიერესს ციხესიმაგრეებს წარმოადგენდა.
კახეთის ნახჭევნის ციხესიმაგრე სტორის ხეობის გასაღებად ითვლებოდა. მისი აღება და შტორის საერისთავოს დამორჩილება, კახეთში გაბატონების ერთ-ერთი საწინდარი იყო. კახეთის შემოსამტკიცებლად წარმოებული ბრძოლებში საქართველოს მეფეები დიდ ყურადღებას უთმობდნენ შტორის ხეობაში ნახჭევნის აღებას. ჩვენ სამეცნიერო ლიტერატურაში ჯერ კიდევ ზუსტად არ არის განსაზღვრული თუ სად მდებარეობდა ეს ციხესიმაგრე. ვახუშტი ბატონიშვილის ვარაუდით, იგი იგივე ლალისყურის ციხესიმაგრეა. სათანადო ისტორიული მასალის გათვალისწინებით, ისტორიული შტორის საერისთავოს ეს უძლიერესი ციხესიმაგრე, სავარაუდოდ, სწორედ სოფლების ფშავლისა და ლალისყურის მიდამოებში უნდა იყოს გაშენებული, რასაც გვაფიქრებინებს ორივე სოფელში მიკვლეული ადრეული შუა საუკუნეების ძეგლი, მათ შორის ციხესიმაგრეთა ნანგრევები. მაგალითად ჩოლოყაშვილების ზემოთ არის მეტად საინტერესოდ ნაშენი „ტალის ციხედ“ მოხსენიებული ციხესიმაგრის ნანგრევები. გამორიცხული არ არის, რომ ფშაველი და მისგან 1 კილომეტრზე დაცილებული ლალისყური თავდაცვის ერთიან კომპლექს ქმნიდა, რომელიც მდინარე სტორის ქვეყანას უწევდა კონტროლს. ამას თან ერთვოდა ისიც, რომ შუა საუკუნეებში კახეთისა და თუშეთის - გომეწრის თემის - დამაკავშირებელი საქართველოს ეკონომიკაში უდიდესი მნიშვნელობის მქონე მაგისტრალური გზა სწორედ შტორის ხეობაზე და კერძოდ, ფშაველზე გადიოდა, რაც კიდევ უფრო ზრდიდა ამ პუნქტის მნიშვნელობას.
გვიანდელი შუა საუკუნეებში ფშაველი თორღის საციხისთავოში შედიოდა და სამეფო-სახასო საკუთრება იყო სხვა შიდა ციხეების მსგავსად, ფშაველ-ლალისყურის მიდამოებში მდებარე ნახჭევნის ციხესიმაგრესაც, საქართველოს ერთიანობის ხანაში - XI-XV საუკუნეებში რამდენიმე დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა. კახეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნეებში „ლეკიანობის“ ჟამს, კვლავ იწყება კახეთის შიდა ციხესიმაგრეთა მნიშვნელობის ზრდა და მათი შენება. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სოფელ ფშაველში, სრულიად ახალ, ვაკე ადგილზე აშენდა ციხესიმაგრე. ფშავლიდან გამოსული ლაშქარი კახეთის სამეფოს მესამე - რუსთავის სადროშოს შემადგენლობაში ირიცხებოდა, ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ კი ტფილისის გუბერნიის თელავის მაზრაში შედიოდა, ფშავლის მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა ყოველთვის მესაქონლეობა იყო და არის დღესაც.
სოფელი მდიდარია ისტორიული ძეგლებით: კოხტა ღვთისმშობლის კომპლექსი,ფშაველის ციხე-გალავნის კომპლექსი მის ეზოში აშენებული წმინდა მოწამე ევსტათი მცხეთელის ეკლესიით ეკლესია,ზვარელის წმინდა გიორგის ეკლესია.

სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/ფშაველი
Nearby cities:
კოორდინატები: 42°5'15"N 45°26'34"E
- ლალისყური 2.7 კმ
- ნაფარეული 5.4 კმ
- ქვემო ალვანი 9 კმ
- ლაფანყური 11 კმ
- ზემო ალვანი 14 კმ
- ყვარელწყალი 16 კმ
- დუისი 16 კმ
- საკობიანო 17 კმ
- ხევისჭალა 22 კმ
- მატანი 22 კმ
- თელავის მუნიციპალიტეტი 5.8 კმ
- ქვემო ალვანის თემი 7 კმ
- მაღრაანის თემი 7.9 კმ
- ბაწარა- ბაბანეურის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი) 8.5 კმ
- ოჟიოს თემი 10 კმ
- სიპთის ხეობა 13 კმ
- სტორის ხეობა 15 კმ
- პანკისის ხეობა 15 კმ
- ახმეტის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- ხალაწნის თემი 20 კმ