ყვარელწყალი
Georgia /
Kakheti /
Akhmeta /
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Akhmeta
მსოფლიო / საქართველო / კახეთის მხარე
სოფელი
Add category
ყვარელწყალი - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში (საკობიანოს თემი). მდებარეობს მდებარეობს პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 620 მეტრი, ახმეტიდან 17 კილომეტრი.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზეა ყვარელწყალის სვეტების კომპლექსი .
ყვარელწყალის სვეტების კომპლექსის თავდაპირველი სახელწოდება, ისევე როგორც სოფლის მიდამოების ძველი ტოპონიმიკა, არ შემორჩენილა. როგორც ჩანს, ხეობის ძველი მოსახლეობა გვიანი შუა საუკუნეების განუწყვეტელი ომიანობის (შაჰ-აბასის ლაშქრობები, ლეკიანობა) შედეგად გადაშენდა და მასთან ერთად დაიკარგა ტოპონიმიკაც.
სოფელ ყვარელწყლის ამჟამინდელი მცხოვრებნი XIX საუკუნეში ჩამოსახლებულ ფშაველთა შთამომავლები არიან. ახალმოსახლე ფშავლებს მაღალი, კოშკის მსგავსი საცხოვრებლები აუგიათ, რის გამოც თავდაპირველად ამ სოფელს „კოშკებს“ უწოდებდნენ. მეორეს მხრივ საყურადღებოა, რომ ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე დღევანდელი ყვარელწყლის ადგილზე აღნიშნულია სოფელი ყორწყალი.
www.about.ge/ka/pois/?poid=1086
სოფელ ყვარელწყლის დასავლეთით 100 მეტრზე, ტყიანი მთის სამხრეთ კალთაზე დგას შუა საუკუნეების დარბაზული ეკლესია (6 X 4,4 მ). დაზიანებულია: მთლიანად ჩამოშლილია დარბაზის კამაროვანი გადახურვა, შემორჩენილ კედლებს ფართო ბზარები დაუყვება, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ფასადების მნიშვნელოვანი ნაწილი მიწით არის დაფარული.
( სტატია wikipedia -ზე ყვარელწყლის ეკლესია ).

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ყვარელწყალი
Nearby cities:
კოორდინატები: 42°8'35"N 45°16'38"E
- დუისი 2.4 კმ
- საკობიანო 3.3 კმ
- ხევისჭალა 6.7 კმ
- ზემო ალვანი 10 კმ
- მატანი 10 კმ
- ქვემო ალვანი 10 კმ
- ლალისყური 13 კმ
- ფშაველი 14 კმ
- ნაფარეული 20 კმ
- ლაფანყური 26 კმ
- ახმეტის მუნიციპალიტეტი 2.7 კმ
- პანკისის ხეობა 2.9 კმ
- საკობიანოს თემი 4 კმ
- ილტოს ხეობა 13 კმ
- ბაწარა- ბაბანეურის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი) 15 კმ
- ხალაწნის თემი 15 კმ
- ჯოყოლოს თემი 17 კმ
- თელავის მუნიციპალიტეტი 20 კმ
- არტნის თემი 21 კმ
- სიონის თემი 24 კმ
Comments