ხევისჭალა
Georgia /
Kakheti /
Akhmeta /
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Akhmeta
მსოფლიო / საქართველო / კახეთის მხარე
სოფელი
Add category
![](https://wikimapia.org/img/wm-team-userpic.png)
ხევისჭალა - სოფელი ახმეტის მუნიციპალიტეტში, (საკობიანოს საკრებულო). მდებარეობს მდინარე კურტანაძეულის (ალაზნის სისტემა) ხეობაში. ზღვის დონიდან 720 მეტრი, ახმეტიდან 10 კილომეტრი.
სოფლის მიმდებარე ტერიტორიებზე აღრიცხულია :
1.ქაჩალაურის არქიტექტორული კომპლექსი:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13944
2.კურტანიძეულის წმ. მარინეს კომპლექსი:
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13167
3.ხევისჭალის საყდარა ( პირველი ეკლესია wikipedia-ს სტატიიდან:ხევისჭალის ეკლესიები)- დგას სოფლის ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, ბორცვზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (8,2 X 4,9 მ), დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე.ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, დანგრეულია სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილი, მოპირკეთება მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემორჩენილი (სურათებით):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13946
4.ნაეკლესიარი( მესამე ეკლესია wikipedia-ს სტატიიდან:ხევისჭალის ეკლესიები) - მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით 500 მეტრზე, ქაჩალაურის ციხის დასავლეთით. ეკლესია დარბაზული ყოფილა. შემორჩენილია აღმოსავლეთ ნაწილის ნაშთი და დასავლეთ კედლის ნაწილი. შენობა ნაგები ყოფილა შირიმის კარგად გათლილი კვადრებით, წყობაში გამოყენებული ყოფილა ქვიშაქვის ლოდებიც (შავ-თეთრი ფოტოთი):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13947
5. ნაეკლესიარი (მეოთხე ეკლესია wikipedia-ს სტატიიდან:ხევისჭალის ეკლესიები) - მდებარეობს სოფლის განაპირას, ჩრდილოეთით, პატარა კორომში. ძეგლი მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია ჩრდილოეთ კედლის ნაწილი, რომელსაც ჩრდილოეთიდან მიშენებული აქვს კედელი. ეკლესია ნაგები ყოფილა რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით ( შავ-თეთრი ფოტოთი) : memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13950
6. ნაეკლესიარი (მეხუთე ეკლესია wikipedia-ს სტატიიდან:ხევისჭალის ეკლესიები) - მდებარეობს სოფლის სამხრეთით 300 მეტრზე, "ვეძად" წოდებულ ადგილზე, კორომში. ძეგლი როგორც ჩანს სამეკლესიანი ბაზილიკა ყოფილა. შემორჩენილია: შუა ეკლესიის აბსიდისა და აღმოსავლეთ კედლის ნაშთი და სამხრეთ ეკლესიის სამხრეთ კედლის საძირკვლის მცირე ნაწილი. შენობა ნაგები ყოფილა რიყის ქვით, ნატეხი ქვითა და კირის დუღაბით ( შავ-თეთრი ფოტოთი):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13943
გურჯისგორის დამწვარი კოშკი - სოფლის შუა ნაწილის დასავლეთით მთაზე მდგარი კოშკი ზურგიანია (5,2×5,2 მ). ნაგებია ნატეხი ქვით დუღაბზე. შიგნიდანაც და გარედანაც შებათქაშებული ყოფილა. სამსართულიანია. შესასვლელი მეორე სართულიდან, აღმოსავლეთ კედელშია. ზემოთ კოშკს ქვისავე გადახურვა ქონია. შემორჩენილია მცირე ფრაგმენტი: memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13940
სოფელ ხევისჭალის ჩრდილო-აღმოსავლეთით 8 კმ-ზე," სამწყლებად" წოდებულ ადგილზე ადგილმდებარეობების დაუზუსტებლად აღრიცხულია:
,,სამწყლების" ეკლესია ( მეორე ეკლესია wikipedia-ს სტატიიდან:ხევისჭალის ეკლესიები)-მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. ეკლესია ორნავიანია, რომელსაც სამხრეთიდან და დასავლეთიდან ერთიანი გარშემოსავლელი ეკვრის (10,5 X 6,8 მ). ძეგლი ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ ნავი, დანგრეულია მთავარი ნავის კამაროვანი გადახურვა და კედლების მნიშვნელოვანი ნაწილი, მთელ სიმაღლეზე განგრეულია მთავარი ნავის აბსიდი, აქა-იქ ჩამოშლილია გარშემოსავლელის კამარა. ინტერიერი ნანგრევებითა და მიწით იმდენადაა ამოვსებული, რომ ზოგ ადგილას კედლის კვალიც კი აღარ ჩანს. ეკლესიის შემორჩენილი კედლები მცენარეულობით არის დაფარული (სურათებით):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13948
ხევისჭალის კოშკი ( ციხე-გორის კოშკი) - განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.კოშკი გეგმით სწორკუთხაა (5,2 X 4,8 მ), ზემოთკენ შევიწროებული. ნაგებია ნატეხი ქვით. დაზიანებულია. შემორჩენილია სამი სართული.შესასვლელი პირველ სართულზეა, სამხრეთიდან. კარი თარაზულადაა გადახურული. დანარჩენ სართულებზე, სამხრეთით, თითო სწორკუთხა სარკმელია. სართულშუა გადახურვები ხის კოჭებზე ყოფილა გამართული. შემორჩენილია საყრდენი ბუდეები(შავ-თეთრი სურათით):
memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13933
ნაციხარი ციხე-გორი (უსურათოდ აღწერის გარეშე):

ამათ გარდა ხევისჭალისა და მატნის სასაზღვრო ზოლში მდებარეობს IX საუკუნის მეორე ნახევრის (ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის), მატნის წმ.გიორგის სახ.გუმბათოვანი საყდარი ( მისასვლელი გზა ხევისჭალადან უფრო ადვილია):

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ხევისჭალა https://ka.wikipedia.org/wiki/ხევისჭალის_ეკლესიები
Nearby cities:
კოორდინატები: 42°8'12"N 45°12'34"E
- საკობიანო 2.6 კმ
- ყვარელწყალი 5.1 კმ
- მატანი 5.8 კმ
- დუისი 6.7 კმ
- ზემო ალვანი 11 კმ
- ქვემო ალვანი 13 კმ
- ლალისყური 18 კმ
- ფშაველი 19 კმ
- ნაფარეული 25 კმ
- ლაფანყური 31 კმ
- საკობიანოს თემი 2.2 კმ
- ახმეტის მუნიციპალიტეტი 3.7 კმ
- ილტოს ხეობა 7.9 კმ
- პანკისის ხეობა 7.9 კმ
- არტნის თემი 18 კმ
- ხალაწნის თემი 19 კმ
- ჯოყოლოს თემი 19 კმ
- სიონის თემი 20 კმ
- ბაწარა- ბაბანეურის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი) 21 კმ
- თელავის მუნიციპალიტეტი 25 კმ