ვალე

Georgia / Samtskhe-Javakheti / Vale / ახალციხის მუნიციპალიტეტი
 დაბა ( ქალაქის ტიპის დასახლება)  Add category

ვალე, რაიონული დაქვემდებარების ქალაქი (1962 წლიდან) ახალციხის რაიონში, სამხრეთ საქართველოში, მდინარე ფოცხოვის მარჯვენა ნაპირზე, ერუშეთის ქედის სუსტად დახრილ ჩრდილოეთ კალთაზე. მოსახლეობა 5 ათასი (2002 წ.). რკინიგზის სადგური. ზღვის დონიდან 1000-1200 მ, ახალციხიდან 12 კმ. ვალეში მთიანეთის სტეპის ჰავაა. იცის ცივი მცირეთოვლიანი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. საშუალო წლიური ტემპერატურა 9°C, იანვარში — 3,8°C, ივლისი 20,2°C. ნალექები 550 მმ წელიწადში. ვალე, როგორც ქალაქი, წარმოიქმნა მურა ნახშირის მოპოვებასთან დაკავშირებით, მაგრამ დაბალი ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების გამო ნახშირის მოპოვება 1974 წლიდან შემცირდა.

ვალეში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი — ღვთისმშობლის ეკლესია (X-XVI სს.). ახლანდელი ნაგებობა სამნავიანი ბაზილიკაა (XVI ს.), თავდაპირველად კი გუმბათოვანი ტაძარი ყოფილა (X საუკუნის უკანასკნელი მეოთხედი). ფასადზე შემორჩენილია პირვანდელი ტაძრის საკმაოდ მდიდრული დეკორი: კარ-სარკმლის მორთულობა, კარნიზები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რელიეფური ქანდაკების ნიმუშები — აღმოსავლეთ ცენტრალური სარკმლის კომპოზიცია, საერო პირთა ფიგურები სამხრეთ ფასადზე, დასავლეთი კარის ტიმპანის ცხენოსანთა გამოსახულებანი და სხვა. სამრეკლო შენობის სახურავის კეხზე XVIII ან XIX საუკუნეებში უნდა იყოს დადგმული.
ვალეში არის აგრეთვე ღვთისმშობლის შობის კათოლიკური ეკლესია და მეჩეთი( ამჟამად დაკეტილია).
თანამედროვე აშენებულია 2 პატარა ეკლესია-სალოცავი:ვალეს წმინდა ევსტათი მცხეთელის ეკლესია ( აგებულია 2001-2003 წლებში) და ვალეს წმინდა იოანე ნათლისმცემელის ეკლესია ( აგებულია 2002-2003 წლებში) ადგილმდებარეობა დასაზუსტებელია-
wikipedia-ზე ორივეს ერთნაირი კოორდინატები უწერია.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°37'29"N   42°53'9"E
This article was last modified 5 წლის წინ