მადათაფის ტბა
Armenia /
Shirak /
Ashotsk /
World
/ Armenia
/ Shirak
/ Ashotsk
მსოფლიო / საქართველო / სამცხე-ჯავახეთის მხარე
ტბა
Add category
მადათაფა, მადა — ტბა საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 2108 მ სიმაღლეზე. ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად.
ტბის წყალშემკრები აუზი ძირითადად აგებულია ჯავახეთის ქედის დანაპრალიანებული ვულკანური ქანებით, რომლებიც გადაფარულია მთა-მდელოს შავმიწა ნიადაგებით. ტბის წყალშემკრები აუზის მცენარეული საფარი ძირითადად წარმოდგენილია ალპური და სუბალპური ბალახეული ფორმაციებით. ტბა საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა, რომელიც ერთვის მდინარე ბუღდაშენს მარჯვენა მხრიდან. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება.
წყალი სუსტად მინერალიზებულია.ტბაში თევზი არ არის.წლის თბილ პერიოდში ტბაზე დიდი რაოდენობით იყრის თავს წყალხმელეთა გადამფრენი ფრინველები.
2020 წლის 8 ივლისს საქართველოს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ რამსარის კონვენციის სამდივნომ მადათაფის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.
მადათაფა შედის მადათაფის ტბის აღკვეთილის შემადგენლობაში, რომლის საერთო ფართობია 320 ჰექტარი.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/მადათაფა
Nearby cities:
კოორდინატები: 41°10'46"N 43°46'59"E
- საღამოს ტბა 16 კმ
- არპის ტბა 18 კმ
- ფარავანის ტბა 34 კმ
- ლორის წყალსაცავი 34 კმ
- წალკის წყალსაცავი 53 კმ
- ტბა ტაბაწყური 57 კმ
- კუმისის ტბა 98 კმ
- თბილისის წყალსაცავი 108 კმ
- საპატრიარქოს ტბები 108 კმ
- სიონის წყალსაცავი 139 კმ
- "დუხობორების" საცხოვრებელი ზონა 4.7 კმ
- მ.ელდაღი,2495,7 14 კმ
- ჯავახეთის ქედი 18 კმ
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- აშოცკი 21 კმ
- ამასია 26 კმ
- ჯავახეთი 32 კმ
- დმანისის მუნიციპალიტეტი 38 კმ
- შირაკი 38 კმ
- ყარსის პროვინცია 103 კმ