საღამოს ტბა

Georgia / Samtskhe-Javakheti / Ninotsminda /
 ტბა  Add category

საღამოს ტბა (იგივე „დუმაგიოლი“ ) — ტბა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ფარავნის აუზში, ზღვის დონიდან 1996 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სოღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა.
ტბის წყალშემკრები აუზი მდებარეობს სამსრის ქედის აღმოსავლეთ და ჯავახეთის ქედის დასავლეთ ფერდობებზე. ტბის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირები, აგებული ანდეზიტებით, მაღალი, ციცაბო და ჩამონგრეულია. ჩრდილოეთიდან ტბისკენ დამრეცად ეშვება ვულკანური შემაღლება, რომელიც არ ქმნის მაღალ ნაპირს. ტბის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს მიწისქვეშა, წვიმისა და თოვლის წყლით. მაქსიმალური დონე მაისშია, მინიმალური — სექტემბერში. ტბაზე გაედინება მდინარე ფარავანი. ივლისში ზედაპირული წყლის ტემპერატურა 14,4ºC. ზამთარში იყინება 4,5 თვით. ტბის საშუალო წლიური დონეების ამპლიტუდა 61 სმ-ს, მაქსიმალური კი 92 სმ-ს შეადგენს.
ტბასთან გაშენებულია სოფელი საღამო. ვახუშტი ბაგრატიონის რუკაზე საღამოს ტბის სანაპიროზე სოფელი დუმა არის აღნიშნული.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°18'18"N   43°44'17"E
This article was last modified 2 წლის წინ