თბილისის ზღვა (თბილისი)
Georgia /
Tiflis /
Tbilisi /
თბილისი
World
/ Georgia
/ Tiflis
/ Tbilisi
, 7 კმ ცენტრიდან (Тбилиси)
მსოფლიო / საქართველო / თბილისი
წყლის რეზერვუარი
Add category
თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქალაქ პატარა რუსეთის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების – ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში განიერია, სამხრეთ-აღმოსავლეთისკენ - ვიწრო. სიგრძე – 8,75 კმ, უდიდესი სიგანე 1,85 კმ. ფართ. 11,6 კმ². წყლის მოცულობა 308 მლნ. მ³. უდიდესი სიღრმე 45 მ. საშ. სიღრმე 26,6 მ. წყალსაცავის დონე გაზაფხულზე მატულობს, ზაფხულსა და შემოდგომაზე, საწვავად წყლის ინტენსიური გამოყენების გამო, კლებულობს 7-10 მ-ით. ¶
¶
წყლის ზედაპირული ფენის საშუალო ტემპერატურა ნაპირთან მერყეობს 3,7°C-იდან (იანვარი-თებერვალი) 21,6°C-მდე (აგვისტო), მაქსიმალური ტემპერატურა 26,2°C. წყალსაცავზე უმეტეს შემთხვევაში ჰომოთერმია დამყარებული. ზოგჯერ ზამთრობით, წყნარ ამინდში სუსტად გამოსახული შებრუნებული ტემპერატურული სტრაფიკაცია, ხოლო ზაფხულობით - კარგად გამოსახული პირდაპირი სტრატიფიკაცია. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამტარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარების გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის წვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.

Nearby cities:
კოორდინატები: 41°44'30"N 44°51'15"E
- თბილისის წყალსაცავი 4.8 კმ
- სიონის წყალსაცავი 37 კმ
- ჟინვალის წყალსაცავი 54 კმ
- წალკის წყალსაცავი 74 კმ
- შაორის ტბა 170 კმ
- ხუდონის წ/ს არეალი 263 კმ
- დერინერის (ართვინის) წყალსაცავი 265 კმ
- ჯვრის წყალსაცავი 269 კმ
- ბორჩხას წყალსაცავი 271 კმ
- ყუბანის წყალსაცავი 353 კმ
- ზოოპარკი 1 კმ
- კვირიკობის ხევი 2.1 კმ
- ლოტკინი 3 კმ
- ავშნიანი 3.3 კმ
- ნაძალადევი 4.3 კმ
- მუხიანის აგარაკები 4.5 კმ
- ზღვის უბანი 5.6 კმ
- სამგორის რაიონი 7.5 კმ
- მცხეთის მუნიციპალიტეტი 14 კმ
- გარდაბნის მუნიციპალიტეტი 20 კმ