კიევი
| ქალაქი, დედაქალაქის სახელმწიფო / პროვინცია / რეგიონი, ქვეყნის დედაქალაქი, hero city - Soviet honorary title (en)
Ukraine /
Kyyiv /
Kiev /
World
/ Ukraine
/ Kyyiv
/ Kiev
, 3 კმ ცენტრიდან (Київ)
მსოფლიო / უკრაინა /
ქალაქი, დედაქალაქის სახელმწიფო / პროვინცია / რეგიონი, აღნიშნეთ მხოლოდ ობიექტის კონტური, ქვეყნის დედაქალაქი, hero city - Soviet honorary title (en)
კიევი (უკრ. Київ) — უკრაინის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მდებარეობს მდინარე დნეპრზე ქვეყნის ჩრდილო-ცენტრალურ ნაწილში. 2013 წლის ივლისის მონაცემებით, კიევში 2,847,200 მცხოვრები იყო (ქალაქში დიდი რაოდენობით არარეგისტრირებული ემიგრანტიც სახლობს, რაც მის ფაქტობრივ მოსახლეობას 3 მილიონმდე ზრდის). მოსახლეობის მიხედვით, კიევი მე-8 უდიდესი ქალაქია ევროპაში.
ადმინისტრაციულად კიევი სახელმწიფო დაქვემდებარების მუნიციპალიტეტია და კიევის ოლქს არ ეკუთვნის. კიევი მნიშვნელოვანი ინდუსტრიული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კულტურული ცენტრია აღმოსავლეთ ევროპაში. აქ მდებარეობს მრავალი მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული დაწესებულება, უმაღლესი სასწავლებელი და მსოფლიოში ცნობილი ისტორიული ღირსშესანიშნაობა. ქალაქს კარგად განვითარებული ინფრასტრუქტურა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი გააჩნია, კიევის მეტროს სიტემის ჩათვლით.
საკუთარი არსებობის განმავლობაში კიევი, აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი, დიდი აღმასვლისა და შედარებითი დაკნინების რამდენიმე ეტაპს გადის. მიჩნეულია, რომ ქალაქი V საუკუნეში დაარსდა, როგორც ადრეული აღმოსავლეთ სლავების სავაჭრო პოზიცია, შემდეგ იგი თანდათან აღმოსავლეთ სლავების ცივილიზაციის ცენტრი გახდა, ხოლო X-XII საუკუნეებში იგი რუსთა სამეფოს პოლიტიკური და კულტურული დედაქალაქი ხდება. 1240 წელს ქალაქი მონღოლებმა მიწასთან გაასწორეს და შემდგომი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში მან ადრინდელი მნიშვნელობა და ფუნქცია დაკარგა. ის მცირე მნიშვნელობის პროვინციული დედაქალაქი ხდება ძლიერი მეზობლების — პირველად ლიტვის, შემდეგ პოლონეთისა და ბოლოს, რუსეთის — ჩრდილს ქვეშ.
ქალაქი კვლავ აღმასვლას იწყებს რუსეთის ინდუსტრიული რევოლუციის დროს XIX საუკუნის მეორე ნახევარში. 1917 წელს უკრაინამ რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა და კიევი მისი დედაქალაქი გახდა, 1919 წლიდან კი მას თეთრგვარდიელები აკონტროლებდნენ და მათი შეიარაღებული ძალების მნიშვნელოვანი ცენტრი იყო სამოქალაქო ომის წლებში. 1921 წელს კიევი საბჭოთა უკრაინის მნიშვნელოვანი ქალაქი ხდება, 1934 წლიდან კი მისი დედაქალაქი. მეორე მსოფლიო ომის დროს ქალაქი ისევ თითქმის სრულიად განადგურდა, თუმცა ომის შემდგომ სწრაფად იქნა აღდგენილი და მალე სსრკ-ის სიდიდით მესამე ქალაქი ხდება. სსრკ-ის დაშლის შემდეგ, 1991 წლიდან, კიევი დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქია.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/კიევი
Nearby cities:
კოორდინატები: 50°24'1"N 30°31'49"E
ეს სტატია დაცულია