გეგელიძეების მეჩეთი ( ჯამე) (გეგელიძეები)

Georgia / Samtskhe-Javakheti / Akhaldaba / გეგელიძეები
 მეჩეთი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი

მეჩეთი მე-19 საუკუნის ბოლოსაა აშენებული. ჯამე ორსართულიანი ხის ნაგებობაა და დაშენებულია გათლილი ქვის საძირკველზე. ჯამე პირვანდელი სახითაა დღემდე მოღწეული, უახლოეს წარსულში ფასადები ფირუზისფრად შეღებეს. შენობის სიგრძეა 7 მ., სიგანე - 6,5 მ., ხოლო სიმაღლე - 4,5 მ. გადახურვა ოთხფერდაა. ჯამე კარგ მდგომარეობაშია და ფუნქციონირებს. ჯამე განახლებულია, თუნუქის ფირფიტებითაა აკრული აღმოსავლეთ-დასავლეთ ფასადები, თუნუქითვეა ჩანაცვლებული ძველი კრამიტის საბურავიც. ჩრდილოეთ ფასადზე პირვანდელი შესასვლელი კარი ახალი და სადა ერთფრთიანი კარით არის შეცვლილი.
მისი შიდა მორთულობა ხასიათდება ორნამენტული და ფერწერული დეკორის შერწყმით, მცენარეული მოტივების სიუხვით.
2006 წელს მეჩეთს (ჯამე) მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
გეგელიძეების ჯამე :memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°38'53"N   42°4'38"E
This article was last modified 1 წლის წინ