ჯამე (მეჩეთი) (ახო)
Georgia /
Samtskhe-Javakheti /
Akhaldaba /
ახო
World
/ Georgia
/ Samtskhe-Javakheti
/ Akhaldaba
მეჩეთი, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ახოში მდებარე მეჩეთი ქვის საფუძველზე შემოდგმულ წაბლის ხის ნაგებობას წარმოადგენს. სოფელ ახოში ძველად ქრისტიანული ხის ეკლესია ყოფილა,რომელიც XV საუკუნის ბოლოს ოსმალთა შემოსევისას დაანგრიეს და ეკლესია მაჰმადიანურმა სამლოცველომ ჩაანაცვლა. გადმოცემის თანახმად, მეჩეთის მშენებლობისას ეკლესიის ქვები გამოუყენებიათ, რამდენიმე ქვა კი, რომლებზეც ჯვრები და ქრისტიანული რელიქვიები იყო გამოსახული, ჩაბრუნებული სახით ჩაუშენებიათ. მეჩეთის არქიტექტურა და ხუროთმოძღვრული მოკაზმულობაც ეკლესიის არსებობას ადასტურებს.
დღევანდელი სახით ახოს ჯამე 1817-1818 წლებში ლაზმა ხელოსანმა, უსტა ხუსეინმა ააშენა. ჯამეს ზომებია: 8,6X8,6 მ, სიმაღლე 4,3 მ. ჯამე ორსართულიანია: პირველი სართული, ტრადიციულად, სამეურნეო დანიშნულებისაა და სარდაფს წარმოადგენს, ხოლო მეორე, ღია აივნებით გაფორმებული სართული, სამლოცველოს ეთმობა. საბჭოთა პერიოდში ჯამეს შენობა ადმინისტრაციულ შენობად და საწყობად გამოიყენებოდა.
პოსტსაბჭოთა პერიოდში სოფელ ახოს ჯამეში აღდგა ღვთისმსახურება, განახლდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა ნაგებობას, რომელიც შემდგომი დაზიანებებისაგან არიდების მიზნით, გარე ფასადებზე სრულად დაიფარა თუნუქის ფირფიტებით, ხოლო კრამიტის საბურავი თუნუქით შეიცვალა. ჯამეს ასევე დაეშენა ცილინდრული ფორმის მინარეთი - კონუსური გადახურვითა და ნახევარმთვარის გამოსახულებით. მინარეთი ასევე დაფარული და გადახურულია თუნუქით. ახალი მინარეთი სამხრეთ ფასადზეა დაშენებული მაშინ, როდესაც ჯამეს თანადროული, პირვანდელი მინარეთის ნაშთები ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში იყო შემორჩენილი.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის № 665 ბრძანებულებით ხიდს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
ახოს ჯამე memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/ახოს_ჯამე
Nearby cities:
კოორდინატები: 41°39'14"N 42°3'26"E
- კვირიკეს მეჩეთი 23 კმ
- ლაითურის VI რაიონის მეჩეთი 31 კმ
- მეჩეთი 34 კმ
- ბერთა მონასტერი 45 კმ
- მეჩეთი 45 კმ
- ორტაჰისარ ფატიჰ დიდი მეჩეთი 208 კმ
- მეჩეთი 209 კმ
- გიულბაჰარ ხათუნი მეჩეთი 209 კმ
- წმინდა სოფიას მეჩეთი 210 კმ
- წმინდა სოფიას მეჩეთი და ბაღი 210 კმ
- მდ.მაღალასხევისღელე 8.5 კმ
- ქედის მუნიციპალიტეტი 11 კმ
- მდ.ჩერულისღელე 11 კმ
- შ.ხევაღელე 13 კმ
- მდ.კინტრიში 14 კმ
- ქობულეთის მუნიციპალიტეტი 14 კმ
- მდ.აჭისწყალი 20 კმ
- შუახევის მუნიციპალიტეტი 21 კმ
- მდ.ბჟუჟი 21 კმ
- მესხეთის ქედი 47 კმ