მ.თივნარი, 1717

Georgia / Samtskhe-Javakheti / Akhaldaba /
 მთა  Add category
 Upload a photo

ტოპოგრაფიული რუკა 1: 25 000
maps.gov.ge/map/portal#state/point=42.07154313415685,41...
რთული off road მარშრუტი"მერისი - შუახევი":
ტურისტული მარშრუტი მოიცავს სოფელ მერისის მიდამოებს და ტყით დაფარული ფერდობების გავლით სუბალპურ მდელოებამდე ადის.
მოგზაურობა იწყება სოფ. მერისის ცენტრიდან და ადგილ თივნარისკენ მიემართება. მალევე გზა თანდათან უფრო რთულდება და ჯიპ ტურის მოყვარულთათვის იდელურ პირობებს ქმნის, რაც განპირობებულია რელიეფის სირთულით. მარშუტი მიუყვება მთის ფერდობს, მრავალწლიან დიდრონ ხეებში გაკვალულ გზაზე. აღსანიშნავია, რომ მარშრუტის მსვლელობის დროს შეგიძლიათ დატკბეთ თქვენ თვალწინ გადაშლილი ულამაზესი პეიზაჟებით. დაახლოებით 10 კმ-ის გავლის შემდეგ მთავრდება შერეული ტყე და იწყება სუბალპური მდელო. ამ ადგილს ეწოდება „თივნარი“. აქ განლაგებულია მწყემსების საზაფხულოდ სამყოფელი სახლები, აქვეა შესანიშნავი საპიკნიკე ადგილები. ეს ადგილი არის საბოლოო ლოკაცია ჯიპტურის მოყვარულებისთვის, თუმცა, ექსტრემალური შეგრძნებების მოყვარული მძღოლებისთვის შესაძლებელია, კარგი ამინდის შემთხევაში, გზის გაგრძელება შუახევის მიმართულებითაც.
მერისი - შუახევი: www.google.com/maps/d/viewer?mid=1n2sp-gOL_gWYIh2z0bQX5...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°35'51"N   42°4'36"E
This article was last modified 1 წლის წინ