ქვასაყდარას კლდოვანი სვეტები

Georgia / Samtskhe-Javakheti / Abastumani /
 პანორამის ხედი, კლდე, საინტერესო ადგილები, ღირსშესანიშნაობა ტურისტებისათვის

მესხეთის ქედის სამხრეთ ფერდობზე, სუბალპურ და ალპურ ზონაში, არაერთი ვულკანური წარმოშობის ქვასვეტია აღმართული, რომლებიც დენუდაციური შთენილების სახით არის შემორჩენილი. ქვასვეტები ბუნებრივი კლიმატური პირობებისა და ატმოსფერული ნალექების ზემოქმედების შედეგად გარდაიქმნა და საინტერესო ბუნებივი ქვასვეტების ფორმა მიიღო.
კურორტს საირმის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდინარე წაბლარასწყლის აუზში, ზღვის დონიდან 2205 მეტრ სიმალეზე, ადგილ ,,წითელმინდორის” ზედა ნაწილში მდებარეობს რამდენიმე ქვის სვეტი, რომლებსაც ადგილობრივები ,,ქვასაყდარას” უწოდებენ. ამ ადგილიდან საინტერესო პანორამული ხედები იშლება როგორც მესხეთის ქედის მიმართულებით, აგრეთვე მდ. წაბლარასწყლის ხეობაზეც.
საინტერესო ადგილია "ბერდვოჩერებისათვის" (ორნეტოლოგები), რადგანაც ამ ტერიტორიაზე ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ, ძირითადად მიგრირებენ სხვადასხვა მტაცებელი ფრინველები, რომელიც ყველაზე მეტ ინტერესის სფეროს წარმოადგენენ ვიზიტორებისათვის.
ვიდეო "ქვასაყდარა - ვულკანური წარმოშობის ძეგლი იმერეთში, რომელიც ტურისტულ რუკებზე დატანილი არ არის":

www.youtube.com/watch?v=YbZ_gwZtnyo&ab_channel=%E1%83%9...
ვიდეო "Sairme, (Tsiteli Mindori) - საირმე, წითელი მინდორი 2K":

www.youtube.com/watch?v=BCASuZrqBh0&ab_channel=ViewOfGe...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°51'27"N   42°48'28"E
This article was last modified 10თვის წინ