გუჯარეთის ციხე - ეკლესია( “მაღალი ჯვრის ეკლესია”,ბარძიმ ჯვარი)
Georgia /
Samtskhe-Javakheti /
Bakuriani /
World
/ Georgia
/ Samtskhe-Javakheti
/ Bakuriani
ნანგრევები ( რუინები ), კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია
გუჯარეთის ციხე ეკლესია, “მაღალი ჯვრის ეკლესია”.სოფელ გუჯარეთის ჩრდილოეთით ყველაზე მაღალი მთის (მ.ბარძიმ-ჯვარი,2256) წვერზე მდებარეობს ციხე-ეკლესია( “მაღალი ჯვრის ეკლესია”,ბარძიმ ჯვარი)და მისი გალავნის ნანგრევები. ეკლესია დარბაზულია, შვერილ-აბსიდიანი. აბსიდის სამხრეთ ნახევარი ხელოვნურად ამოშენებულ სუბსტრუქციას ეყრდნობოდა(იგი ჩაქცეულია,ისევე, როგორც დასავლეთი, სამხრეთი კედლები და კამარა, კონქი და გადახურვა). ინტერიერი: შიდა სივრცე ისეა ამოვსებული საკუთარი ნანგრევებით და ზედ დაყრილი მიწით, რომ ჩრდილოეთის კედელში დატანებული შესასვლელი არქიტრავის დონეზე ჩანს მიწის ზევით. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია. მისი სამხრეთი ნაწილი დანგრეულია. აბსიდას შერჩენილი აქვს შელესილობის კვალი. ჩრდილოეთის კედლის ცენტრში არქიტრავული შესასვლელია. კედლის ზედა ნაწილები მორღვეული აქვს. დანარჩენი კედლები საძირკველის დონემდეა დანგრეული.
ფასადები: აღმოსავლეთის ფასადი წარმოადგენს შვერილ, წაგრძელებულ აბსიდს. ჩრდილოეთის ფასადს და აბსიდს შორის მცირე მხარია. აბსიდისაგან მხოლოდ ჩრდილოეთის ნახევარი გადარჩა. ჩრდილოეთის ფასადის ცენტრში არქიტრავული შესასვლელია. ამ ფასადს მიდგმული ქონდა ვიწრო და გრძელი მინაშენი. მისგან გადარჩა დასავლეთის კედელი და ჩრდილოეთის კედლის ფრაგმენტი. დასავლეთის ფასადი მთლიანად დანგრეულია. სამხრეთის ფასადი დანგრეულია. მისგან მხოლოდ ქვედა ზოლის მცირე ფრაგმენტია გადარჩენილი. ამ ფასადსაც გააჩნდა მინაშენი, რომლის აღმოსავლეთი და სამხრეთი კედლები ხელოვნურ სუბსტრუქციაზე იდგა.
მთის წვერი აღმოსავლეთ-დასავლეთის ორიენტირზეა წაგრძელებული. ეკლესია დასავლეთის ნაწილშია აშენებული. მთის წვერს შემოუყვება გალავანი. მისგან ცალკეული დეტალებია გადარჩენილი. ეკლესიის დასავლეთით დანგრეული სათავსებია, რომელთა ფუნქციის დადგენა გათხრა-გაწმენდის გარეშე არ ხერხდება.
მთის სამხრეთ ფერდობის ძირას დიდი ნასოფლარია.
2006 წლიდან ნაეკლესიარს მინიჭებული აქვს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
გუჯარეთის ციხე-ეკლესია, “მაღალი ჯვრის ეკლესია”:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ფოტოები გიორგი ლაზარაშვილისა.

Nearby cities:
კოორდინატები: 41°47'59"N 43°43'28"E
- კლდეკარის ეკლესია და მამათა მონასტერი 2.5 კმ
- ბერთუბანის ეკლესია და მამათა მონასტერი 6.7 კმ
- მუხილეთის ღვთისმშობლის სახ.მამათა მონასტერი 7.6 კმ
- უდაბნოს ეკლესია და მამათა მონასტერი 8.3 კმ
- კოდმანის გაბრიელ ბერის ეკლესია და მამათა მონასტერი 11 კმ
- ტბეთის ეკლესია და მონასტერი 11 კმ
- ქვათეთრის ეკლესია და მონასტერი 11 კმ
- ბერმუხა 13 კმ
- ქარმელის წმ. ელია წინასწარმეტყველის სახელობის მამათა მონასტერი 15 კმ
- ყინწვისის სამონასტრო კომპლექსი 20 კმ
- გუჯარეთის ხეობა 4 კმ
- ზღუდერის თემი (ძამას ხეობა) 10 კმ
- ხალების თემი 15 კმ
- ბორჯომის მუნიციპალიტეტი 17 კმ
- ბაკურიანის თემი 17 კმ
- ნეძვის აღკვეთილი 18 კმ
- ბაკურიანის კალდერა 21 კმ
- ქარელის მუნიციპალიტეტი 23 კმ
- თრიალეთის ქედი 24 კმ
- ხაშურის მუნიციპალიტეტი 27 კმ