ქვაბისხევის წმ.გიორგის ეკლესია (ქვაბისხევი)

Georgia / Samtskhe-Javakheti / Borjomi / ქვაბისხევი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

1903 წელს სოფლის სასაფლაოზე აშენებული ეკლესია დარბაზულია.
ინტერიერი: აღმოსავლეთ ნახევარწრიული აბსიდაა განიერი, თაღოვანი სარკმლით. კონქი სფერულია. აბსიდის სამხრეთ ნაწილში ერთი დიდი ნიშია, ჩრდილოეთით სამი ნიშია. აბსიდის ცენტრში ხის კათედრა დგას. საკურთხევლის იატაკი ორი საფეხურით მაღალია დარბაზის იატაკზე. აქვს ნახევარწრიული სოლეა. აბსიდის წინ ხის რუსული იკონოსტასია მოწყობილი. ჩრდილოეთის კედელში სამი დიდი, თაღოვანი სარკმელია. დასავლეთის კედლის ცენტრში თაღოვანი კარია(გარედან ნახევარდ დაბეტონებულია), მის ზემოთ საშუალო ზომის თაღოვანი სარკმელია. სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში თაღოვანი შესასვლელია. მის აღოსავლეთით - ორი განიერი, თაღოვანი სარკმელია. კამარა ცილინდრულია. მის აღმოსავლეთ ნაწილში ხის პატარა, რვაწახნაგა გუმბათია. ყოველ წახნაგში თითო სარკმელია. კამარა და კონქი ფიცრულია. ისინი შელესილი და შეთეთრებულია. ეკლესიის იატაკი ქვის ფილებითაა მოგებული.
ფასადები: აღმოსავლეთის ფასადი ბრტყელია, მის ცენტრში ჩასმულია განიერი სარკმელი, რომელსაც მარტივი ქვის ჩარჩო შემოუყვება. მის თავზე, კედლის წყობაში ჩასმული ტუფის კვადრი რუსული ჯვრის გამოსახულებით. სამხრეთ ფასადის დასავლეთ ნაწილში თაღოვანი შესასვლელია, მის მარჯვნივ კი ორი ხალვათი, თაღოვანი სარკმელებია. კარიც და სარკმელებიც მარტივი ქვის ჩარჩოებითაა გარსშემოვლებული. შესასვლელის თავზე რელიეფური ჯვრის გამოსახულება. დასავლეთის ფასადის ცენტრში თაღოვანი კარია, რომელიც ნახევრად დაბეტონებულია და ამრიგად - გაუქმებულია. მის ზემოთ, ფროტონში სარკმელია თავზე ჯვრის გამოსახულებით. ამ ფასადის ქვედა მცირე ნაწილს ფარავს ფერდობიდან ჩამოშლილი მიწა. ჩრდილოეთის ფასადზე ერთმანეთის მიყოლებით განლაგებულია სამი თაღოვანი სარკმელი.
სახურავი თუნუქისაა. მისი კეხის ცენტრში რვაწახნაგა გუმბათია დასმული.გუმბათზე რუსული ექვსმკლავა ჯვარია დასმული. ეკლესიას შემოუყვება მარტივი კარნიზი. მთელს ეკლესიას მიწის დონიდან 50 სმ. სიმაღლეზე შემოუყვება ნახევარწრიული ლილვი.
ეკლესიის დასავლეთით 30 მეტრში, ფერდობზე დადგმულია ქვის მცირე სამრეკლო: 1მ. სიმაღლის ქვის კუბზე ოთხი ქვის სვეტი - ბაზისებით და კაპიტელით, მათზე ნახევარწრიული თაღებია. აქვს თუნუქის სახურავი.
ქვაბისხევი. წმ.გიორგის ეკლესია:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°46'27"N   43°14'35"E
  •  113 კმ
  •  418 კმ
  •  533 კმ
  •  607 კმ
  •  693 კმ
  •  795 კმ
  •  834 კმ
  •  840 კმ
  •  946 კმ
  •  1007 კმ
This article was last modified 4 წლის წინ