ართანის წმ. გიორგის ეკლესია ("უკა­რო ეკ­ლე­სი­ა")

Georgia / Kakheti / Telavi /
 ეკლესია (43)  Add category

წმ. გიორგის ეკლესია სოფ­ლის ჩრდი­ლო­ე­თით, 500 მეტრზე, ტყი­ა­ნი მთის ფერ­დობ­ზეა და ფი­ქა­ლი­თაა ნა­გე­ბი. სა­ვა­რა­უ­დოდ, თა­რიღ­დე­ბა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბით (IX-X სს), თუმ­ცა გვინ­დე­ლი ფე­ნე­ბიც არის გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ რა­ი­მე და­მა­თა­რი­ღე­ბე­ლი ნიშ­ნე­ბი არ აქვს. ეკ­ლე­სია იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ იქ შეს­ვლა მე­ო­რე სარ­თუ­ლის სამ­ხრეთ კედ­ლი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 4 მეტ­რის სი­მაღ­ლი­დან. ად­გი­ლობ­რი­ვებ­ში ის "უკა­რო ეკ­ლე­სი­ის" სა­ხე­ლი­თაა ცნო­ბი­ლი.
არის კოშ­კუ­რი ტი­პის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნია ნა­გე­ბო­ბა - ზე­მოთ სწორ­ხა­ზოვ­ნად ვიწ­როვ­დე­ბა და ორ­ფერ­და სა­ხუ­რა­ვი­თაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი (სი­მაღ­ლე მი­წი­დან სა­ხუ­რა­ვის კე­ხამ­დე - 7 მ). ნა­გე­ბია სხვა­დას­ხვა ზო­მის ნა­ტე­ხი ქვით. გა­რე­თა კედ­ლე­ბი და­უ­მუ­შა­ვე­ბე­ლი ქვე­ბი­თაა ნა­წყო­ბი, ამი­ტომ, წყო­ბა არას­წორ­ხა­ზო­ვა­ნია.
პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი (ზო­მე­ბი ფუ­ძის დო­ნე­ზე 4,7-3,5 მ) ყრუ­კედ­ლე­ბი­ა­ნი კა­მა­რო­ვა­ნი სად­გო­მია,უსარკმლო. სად­გო­მის გა­და­ხურ­ვის წყო­ბა­ში ვიწ­რო, სწორ­კუ­თხა (45x45 სმ) ხვრე­ლია და­ტა­ნი­ლი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბი­თაც პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი მე­ო­რეს უკავ­შირ­დე­ბა. მე­ო­რე სარ­თულ­ზე მცი­რე ზო­მის, კვად­რა­ტუ­ლი ოთა­ხია და ის აღ­მო­სავ­ლე­თით ნა­ხე­ვარ­წრი­უ­ლი აფ­სი­დი­თაა დას­რუ­ლე­ბუ­ლი (სად­გო­მის ფარ­თო­ბი სა­კურ­თხევ­ლი­ა­ნად 5 მ2-მდეა),სავარაუდოდ სამლოცველო.
მოგ­ვი­ა­ნე­ბით მისი სა­თავ­დაც­ვოდ გა­მო­ყე­ნე­ბი­სას, მე­ო­რე სარ­თუ­ლის ინ­ტე­რი­ე­რი შე­უც­ვლი­ათ: შე­სას­ვლე­ლის წინ, მთელ სი­მაღ­ლე­ზე, რი­ყი­სა და ნა­ტე­ხი ქვის სქე­ლი კე­დე­ლი ამო­უყ­ვა­ნი­ათ, რო­მელ­შიც ვიწ­რო, თა­ღო­ვა­ნი კარი მო­უ­წყვი­ათ.
ძეგლი მსგავ­სი ტი­პის ნა­გე­ბო­ბა­თა სა­ინ­ტე­რე­სო ნი­მუ­შია. რე­ა­ლუ­რად კი, არის პა­ტა­რა დარ­ბა­ზუ­ლი სამ­ლოც­ვე­ლო, რაც სა­ვა­რა­უ­დოდ გან­დე­გი­ლი ბე­რის­თვის, მეს­ვე­ტის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი, რო­მე­ლიც იქ მოღ­ვა­წე­ობ­და. ტა­ძა­რი მრევ­ლის­თვის არ იყო გან­კუთ­ვნი­ლი.
შენიშვნა: ანა­ლო­გი­უ­რი ტიპის ძეგლებია:
1. თი­ა­ნე­თის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ჟე­ბო­ტა­ში. ის მა­რი­ამ­წმინ­დის ეკ­ლე­სია-კომ­პლექ­სის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც მო­ხატ­ვის ფრაგ­მენ­ტე­ბიც აქვს შერ­ჩე­ნი­ლი. მა­საც კარი ზე­მოთ აქვს, და­ახ­ლო­ე­ბით იგი­ვე სი­მაღ­ლე­ზე, რო­გორც არ­თა­ნის ეკლესიას.
2. ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქის­ტა­ურ­ში - 9 მეტ­რი სი­მაღ­ლის, სა­ინ­ტე­რე­სო ნა­გე­ბო­ბას შე­სას­ვლე­ლი მე­ო­რე სარ­თულ­ზე მი­წი­დან 5 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე აქვს. სამი სარ­თუ­ლია და პა­ტა­რა სამ­ლოც­ვე­ლო მე­სა­მე სარ­თულ­ზეა.
იხ.უსურათოდ აღწერით "წმ. გიორგის ეკლესია":memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/20325
(საიტის რუკაზე დატანილია შეცდომით )
იხ."ტაძარი, რომელიც მრევლისთვის არ იყო განკუთვნილი - სოფელ ართანას "უკარებო" ეკლესიის ისტორია":
www.ambebi.ge/article/244434-tazari-romelic-mrevlistvis...
იხ.ვიდეო "წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი სოფელ ართანაში, რომელსაც კარი არ აქვს":
www.facebook.com/watch/?v=2593531587565458
Nearby cities:
კოორდინატები:   42°4'58"N   45°30'22"E
  •  187 კმ
  •  1069 კმ
  •  1248 კმ
  •  1310 კმ
  •  1315 კმ
  •  1389 კმ
  •  1559 კმ
  •  1617 კმ
  •  1860 კმ
  •  1865 კმ
This article was last modified 4 წლის წინ