ლალისყურის ციხე -გალავანი,ჩოლოყაშვილების კარის წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და სამრეკლო (ლალისყური)
Georgia /
Kakheti /
Telavi /
ლალისყური /
ს.ლალისყური
World
/ Georgia
/ Kakheti
/ Telavi
მსოფლიო / საქართველო / კახეთის მხარე
ეკლესია (43), ისტორიული ადგილები, ციხე, საინტერესო ადგილები
ლალისყურის ციხეს ისტორიულ წყაროებში პირველად 1721 წელს ვხვდებით. ისტორიკოსი ვახუშტი ბაგრატიონი აღწერს კახეთის უმწეო მდგომარეობას ლეკთა თარეშობის შედეგად. მათი მეფის უძლურების გამო კახელებმა ქართლის მეფეს, ვახტანგ VI-ს სთხოვეს თურმე დახმარება. ვახტანგი ჯარით ჩავიდა დასახმარებლად, მაგრამ შაჰის ბრძანებით იძულებული შეიქნა უკანვე გამობრუნებულიყო.
ლალისყურის ამჟამინდელი ციხე ტიპიურია XVIII საუკუნის შუა და მეორე ნახევრისათვის. იგი უნდა აეგოთ 1742 წელს მიწისძვრისაგან დანგრეული ადრეული ციხის უშუალოდ მომდევნო წლებში. სწორედ ამ ხანის ძეგლებში პოულობს იგი ანალოგიებს.
ადრეული ციხე ააგო კახეთის მეფე დავით II იმამ-ყული-ხანმა 1702-1722 წლებში,1742 წ. ძლიერი მიწისძვრის შედეგად სრულად დანგრეული ციხე მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე ერეკლე მეორის ბრძანებით 50-იან წლებში აღუდგენიათ.
XIX საუკუნეში, როცა ციხე უპატრონოდ იყო მიტოვებული, იგი ძალიან დაზიანებულა, მაგრამ ძირითადად მაინც ხერხდება თავდაპირველი სახის დადგენა. გეგმა თითქმის კვადრატულია. კუთხეებში ცილინდრული კოშკებია განლაგებული, ხოლო მათ შუა - ნახევარცილინდრული.
XIX საუკუნეში, ციხის ფუნქციის დაკარგვის შემდეგ, სამხრეთ-აღმოსავლეთის მონაკვეთში ჩოლოყაშვილებს ჩაუდგამთ სასახლე და იქვე მდგარი კუთხის კოშკიც საცხოვრებლად გადაუკეთებიათ. ჭიშკარი ციხეს სამხრეთის კედლის შუაში ჰქონია. ძლიერი დაზიანების გამო გადახურვის ფორმა და კონსტრუქცია არ ირკვევა. ციხის კედლების სიმაღლე 4-5 მეტრს არ აღემატებოდა. გალავნის ზედა ნაწილი მხოლოდ ეკლესიასთან ახლოსაა შერჩენილი. ამ ფრაგმენტის მიხედვით ირკვევა, რომ კედლებს ქონგურები არ გააჩნდა, მხოლოდ გადამრგვალებული ზედაპირი ჰქონდა, კედლების ქვედა ნაწილი ყველგან ყრუა, ზემოთ კი ხის კოჭებზე დაყრდნობილი მებრძოლთა ბილიკი გაუყვებოდა უწყვეტად. ამ ჰორიზონტზე ამჟამად შემორჩენილია მხოლოდ სათოფური და ერთი სწორკუთხა ხვრელობი. ეს უკანასკნელი საზარბაზნე უნდა იყოს. მოსალოდნელია, იმავე რიგში სალოდეებიც ყოფილიყო. კედლები რიყის ქვის შესანიშნავი სწორი წყობითაა ნაგები.
ციხის რვა კოშკიდან ოთხი ერთი სახისაა და ოთხი მეორესი. მათგან ყველაზე დიდია სამხრეთ-აღმოსავლეთისა. XIX საუკუნეში იგი ძლიერ გადაუკეთებიათ. დღეს მხოლოდ ერთი სართულიღაა დარჩენილი. მართალია, ეზოსთან მაკავშირებელი კედელი გარღვეულია, მაგრამ სხვა კოშკების მსგავსად, ალბათ, აქაც იქნებოდა კარი. შესასვლელის პირდაპირ ბუხარია. მცირე ზომის სწორკუთხა ნიშებში თითო სათოფურია, ნიშებს გარეთ შეწყვილებული სათოფურებია. ერთ მოზრდილ ნიშში ქვევრია ჩადგმული. ეტყობა, მასში წყალს ინახავდნენ. ყველა კოშკი ჩვეულებისამებრ აღჭურვილია შესასვლელებით, სარკმლებით, ბუხრებითა და სათოფურებით. საერთოდ კი, ძლიერი დაზიანების გამო, ძნელდება მათი თავდაპირველი სახის აღდგენ.
ციხის სამხრეთ ნაწილში დგას წმ.ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და სამრეკლო. ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვით და აგურით (12.8×6.1 მ). შეისრულთაღიანი შესასვლელი დასავლეთიდან და სამხრეთიდან აქვს. ორივე კარი შიგნიდან და გარედან სწორკუთხა შეღრმავებაშია მოქცეული. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია, რომლის ღერძზე შეისრულთაღიანი სარკმელია გაჭრილი. მის ორივე მხარეს თითო ასევე შეისრულთაღიანი ნიშია. საკურთხევლის იატაკი ერთი საფეხურითაა ამაღლებული და წინ ნახევარწრიული ამბიონი აქვს. სარკმლის წინ სწორკუთხა აგურის ტრაპეზია. ორ-ორი შეისრული სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის კედლებშიცაა. დარბაზი ორ ნაწილადაა გაყოფილი გრძივ კედლებში ჩართული წყვილი პილასტრით, რომელზეც კამარის საბჯენი თაღი გადადის. ასეთივე წყვილი პილასტრი და მასზე გადასული თაღია დასავლეთი კედლის კიდეებში. პილასტრებს შორის აგურით დეკორატიული შეისრული თაღნარია გაკეთებული. ტაძარი გადახურულია კრამიტით.
ლალისყურის ციხე-გალავნის ისტორია უცნობია. მხოლოდ ისტორიკოს პლატონ იოსელიანთან ვკითხულობთ, რომ 1798 წელს მეფე გიორგი XII-ს შვილისათვის, ბაგრატისთვის მიუნდვია „გამაგრება ციხისა შილდისა, ლალისყურისა და სხვათა ლეკთათვის დაღესტნით გამოსავლელთა ხეობათა“.
პლ. იოსელიანი ჩოლოყაშვილების ისტორიის დადგენისას, ერთგან წერს, რომ ლალისყურის ციხე ეკუთვნოდაო ჯარდან ჩოლოყაშვილს, რომელიც ერეკლე მეორის მიერ იმერეთის მეფის, დავითის წინააღმდეგ მოწყობილი ლაშქრობის მონაწილე ყოფილა.
ლალისყურის ციხეს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის შესაბამისი ბრძანებით კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა (2018 წლის 9 იანვარი).
www.ambioni.ge/lalisyuris-cixe
იხ."ლალისყურის ჩოლოყაშვილთა ციხის კომპლექსი": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/13075
"ლალისყურის ჩოლოყაშვილთა ციხის კომპლექსი. ეკლესია":memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/11789
"ლალისყურის ჩოლოყაშვილთა სასახლე": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/18729
"ლალისყურის ჩოლოყაშვილთა ციხე-გალავანი": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/18728

სტატია Wikipedia–დან: https://ka.wikipedia.org/wiki/ლალისყურის_ციხე
Nearby cities:
კოორდინატები: 42°4'47"N 45°25'55"E
- ლოპოტას ხეობა 17 კმ
- აბანოს უღელტეხილი I 22 კმ
- კირკიტიანი 41 კმ
- მდ.ავანისხევი 45 კმ
- ჩამძვრალას ხეობა 62 კმ
- მაღაზანა 68 კმ
- ყარაიაზის ნაკრძალი 85 კმ
- საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი (წითელი ხიდი) 87 კმ
- გურჯიქოზმალარი 93 კმ
- კოწახურა 101 კმ
- ქვემო ალვანის თემი 5.8 კმ
- თელავის მუნიციპალიტეტი 5.9 კმ
- მაღრაანის თემი 7.4 კმ
- ოჟიოს თემი 8.8 კმ
- ბაწარა- ბაბანეურის დაცული ტერიტორიები (სახელმწიფო ნაკრძალი) 9 კმ
- სიპთის ხეობა 14 კმ
- პანკისის ხეობა 14 კმ
- სტორის ხეობა 16 კმ
- ახმეტის მუნიციპალიტეტი 17 კმ
- ხალაწნის თემი 20 კმ