თაბორის დედაღვთისა (თაბორი)

Georgia / Raga-Lechkumi and Kverno Svaneti / Lajanurhesi / თაბორი
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category

თაბორი, სოფელი ცაგერის მუნიციპალიტეტის ლაილაშის თემში (რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე), მდ. ლაჯანურის (რიონის მარჯვენა შენაკადი) მარცხენა მხარეს. ზ. დ. 840 მ, ცაგერიდან 25 კმ. 2002 წელს 155 მცხოვრები,ხოლო 2014-81.
თაბორი მდებარეობს ისტორიულ ლეჩხუმში. წყაროებში პირველად მოხსენიებულია XVIII ს-ში. სახელწოდება შემოსულია პალესტინიდან. ნაზარეთის სიახლოვეს იყო ამ სახელით ცნობილი მთა, სადაც მოხდა ქრისტეს ფერისცვალება.
სოფელში აღმოჩენილია შუა ბრინჯაოს ხანის მასრაგახსნილი, წვერნაკლული შუბისპირი და ბრინჯაოს სამკაული.
სოფლის განაპირას, მთის ქიმზე, შირიმის კვადრებით ნაგები გვიანდელი შუა საუკუნეების კოშკი დგას. ეს ნაგებობა, როგორც ჩანს, საგვარეულო საძვალე სამლოცველო კოშკი იყო. ნაგებობის ჩრდილოეთით მოსწორებული ბაქანია, სადაც სავარაუდოდ იდგა თავდაპირველი ეკლესია, რომელიც გადარჩენილი დეკორატიული ფრაგმენტების მიხედვით XIV ს. მიეკუთვნებოდა.
თაბორის დღევანდელ კოშკისებურ ნაგებობას ხალხში დედაღვთისას უწოდებენ, დღესასწაულობენ ხვამლობასა და კოხინჯრობას.
ხალხური გადმოცემის თანახმად თაბორი, სურმუში და ლაილაში აზნაურ ლაიშხურს ეკუთვნოდა. მას ლაილაშისა და თაბორის მიდამოებში ციხეები ჰქონია, თვითონ კი თაბორის სასახლეში უცხოვრია. დადიანს გაუწყვეტია ლაიშხურები და მათ სოფლებს დაპატრონებია.
ჯერ კიდევ 1969 ეკლესიაში ინახებოდა შენაწირი ვერცხლის სასმისები, რომელთაც მხედრული წარწერები ჰქონდა: ქრისტე, ჯვარცმის თაბორის შეწირული უხმარი ვერცხლი მე გავაჭედინე ლაშხიშვილმა ბახუტამ და ისევე მოგვირთმევია ჩვენის სადღეგრძელოდ. სულის საოხად და საცხონებლად, ამინ”. მეორე, უფრო მცირე სახელურიან თასსაც ასევე მხედრულად ეწერა: `მღუდელი დავით ნიკოლოზის ძე ქასელაძე”. წარწერები დაახლ. XVIII–XIX სსისაა.
თაბორში მოსახლეთა გვარებია: ქარსელაძე, სადილიანი, ახვლედიანი, ლომთაძე, ბაკურაძე, ჩარკვიანი, ხეცურიანი, ჩაჩხიანი, ჯინჭარაძე.
ლიტ.: ბერძენიშვილი დ., ბანძელაძე ი., სურამელაშვილი მ., ჭურღულია ლ., ლეჩხუმი, თბ., 1983. დ. ბერძენიშვილი.
georgianencyclopedia.ge/index.php/%E1%83%97%E1%83%90%E1...
სურათებით :www.facebook.com/412370208810962/photos/a.5408622859617...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°36'24"N   42°53'29"E
  •  165 კმ
  •  342 კმ
  •  447 კმ
  •  585 კმ
  •  597 კმ
  •  706 კმ
  •  740 კმ
  •  743 კმ
  •  858 კმ
  •  917 კმ
This article was last modified 4 წლის წინ