ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის ეკლესია (ლასურიაში)

Georgia / Raga-Lechkumi and Kverno Svaneti / Tsageri / ლასურიაში
 მართლმადიდებლური ეკლესია  Add category
 Upload a photo

ქუთაისიდან, ჩრდილო-დასავლეთით, 70 კილომეტრში სარეწკელას, ლადო ასათიანის სოფელ ბარდნალას გამოსცდები და არმისული ცაგერამდე მდინარე ცხენისწყლის მარჯვენა სანაპიროზე მთის ქვეშ, ფერდობზე შეფენილი, მწვანეში ჩაფლული ულამაზესი სოფელი მოსჩანს, ეს სოფელი ლასურიაშია.
ძველი ეკლესიის(მთავარანგელოზთა სახელობის) ადგილზე ამავე სოფლის მკვიდრის, თამაზი მუშკუდიანის(აწ განსვენებულის) თაოსნობითა და ყველა სოფლელის თანადგომით ახალი მონასტრის მშენებლობა და მისი კეთილმოწყობა 2005 წლის სექტემბერში დამთავრდა. ამავე წლის 21 სექტემბერს ყოვლადუსამღვდელოესმა ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსმა სტეფანემ უამრავი ადგილობრივისა და სტუმრის თანდასწრებით ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის მამათა მონასტერი აკურთხა და მონასტრის წინამძღვრად მღვდელმონაზონი (ამჟამად იღუმენი) ცოტნე (მარიამიძე) დაადგინა.
დროთა განმავლობაში მონასტერში მრავალი რამ გაკეთდა. ტაძრის შემოგარენში გაშენდა ვაშლისა და ატმის ბაღი. გაშენდა ოჯალეშის (დაახ. 600 ძირი) უნიკალური ჯიშის ვენახი. არის რამოდენიმე ფუტკრის სკა. მონასტერში ყოველდღიური წირვა-ლოცვა აღევლინება. ამასთანავე რაც ყველაზე მნიშვნელოვანია 2010 წლის 5 ოქტომბერს ამავე მონასტერში გაიხსნა წმიდა მაქსიმე აღმსარებლის სახელობის სასულიერო სემინარია.
www.facebook.com/%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°36'56"N   42°45'13"E
  •  175 კმ
  •  332 კმ
  •  438 კმ
  •  574 კმ
  •  591 კმ
  •  707 კმ
  •  733 კმ
  •  738 კმ
  •  850 კმ
  •  909 კმ
This article was last modified 4 წლის წინ