წვირმის (ზაგარის უბანი) მთავარანგელოზის ეკლესია("თარინგზელი") (იფარის თემი)
Georgia /
Samagrelo and Zemo Svaneti /
Mestia /
იფარის თემი
World
/ Georgia
/ Samagrelo and Zemo Svaneti
/ Mestia
მართლმადიდებლური ეკლესია
Add category
წვირმის მთავარანგელოზის ეკლესია (ზაგარის უბანი) — ეკლესია საქართველოში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში.
ზაგარის უბანის სასაფლაოზე მდებარე ეს ეკლესია აგებულია IX საუკუნეში. იგი ყველაზე ადრეული ძეგლია სვანეთის ტაძრებს შორის. ამ მცირე ზომის ორსართულიანი ნაგებობის პირველი სართულის ინტერიერი აღმოსავლეთით სწორი კედლით მთავრდება, რომელსადაც გამოსახულია ვედრება. აღმოსავლეთის ფასადზე სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი ნიშაა. ასეთი გაფორმება საქართველოში VII ს.-ში დამკვიდრდა.
memkvidreoba-gis.gov.ge-ზე კი დაწერილია : ყურადღებას იქცევს ეკლესიის გეგმარება, რომლის ქვედა სართული მე-13 საუკუნეში აიგო, ხოლო მე-14 საუკუნეში ეკლესიას მეორე სართული დაადგეს. ქვედა ეკლესიის ინტერიერში მე-13 საუკუნის კედლის მხატვრობაა დაცული.
ტაძრის მოხატულობა დაზიანებულია, თუმცა შეიმჩნევა, რომ მისი ოსტატი მხატვარ თევდორეს ნამუშევრით იყო შთაგონებული. საკურთხეველს ამშვენებს წელზევით ფიგურებისგან შემდგარი ვედრების მონუმენტური კომპოზიცია. აღმოსავლეთის კედლის გარდა მოხატულობა ორ რეგისტრადაა მოცემული. ზედა რეგისტრში ისტორიული თანმიმდევრობით განლაგებულია საუფლო დღესასწაულთა შვიდი სცენა. ქვედა რეგისტრში ფეხზე მდგომ წმინდანთა ფიგურები მოთავსებულია ფერწერით შესრულებული დეკორატიული თაღნარის მოჩარჩოებაში. ეს მოტივი საქართველოს კედლის მხატვრობაში XIII ს.-დან ვრცელდება. მთავარანგელოზების ფეხზე მდგარი ფიგურები კამარაზეა გადატანილი.
მხატვრობის ხასიათი, რომელშიც მკაფიოდ ჩანს ჩამოშორება მონუმენტურობის პრინციპებისაგან (მცირე ზომის ფიგურებისგან აგებული კომპოზიციები, სამოსის დანაწევრებული, რამდენადმე დაწვრილმანებული ნახატი) მიუთითებს მის შესრულებაზე XIII ს.-ის მეორე ნახევარში.
ეკლესიის ორი დიდი საკურთხევლის წინამდებარე ჯვარი XII ს.-ში მოუჭედავთ ადგილობრივ სახელოსნოში ოქროში მოვარაყებული ვერცხლით. იგი ცალკეული გამოსახულებებითაა შემკული. ნიშანდობლივია, რომ სვანეთის საკურთევლისწინა ჯვრებზე ხაზგასმულია ეკლესიის პატრონის გამოსახულება: ცენტრალურ ადგილას მოცემულია, სხვა გამოსახულებებისგან განსხვავებით, დიდი ზომის ფიგურა იმ წმინდანისა, რომლის სახელზედაც ნაკურთხია ეკლესია, რომლის სახელსაც ატარებს.
საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 7 ნოემბრის ბრძანებულების თანახმად ეკლესიას მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.
საკონტაქტო პირი : გიგლა კორძაია 0790 13 98 36
იხ.სურათებით და ვრცელი აღწერით" ეკლესია მთავარანგელოზის "თარინგზელი":
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
www.mygeorgia.ge/-ზე შეცდომით არეულადაა ნაჩვენები.

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/წვირმის_მთავარანგელოზის_ეკლესია_(ზაგარის_უბანი)
Nearby cities:
კოორდინატები: 43°0'55"N 42°48'33"E
- ღვთისშმობლის მიძინების (ლამარია), იოანე ნათლისმცემლის შობის და წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიები 0.4 კმ
- წვირმის ივერიის ღვთისმშობლის ხატის ეკლესია 0.6 კმ
- ლენტეხის წმ. გიორგის ეკლესია 26 კმ
- სკალდის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების სახელობის ეკლესია 26 კმ
- მაქსიმე აღმსარებლის ეკლესია და მამათა მონასტერი 40 კმ
- ლაილაშის წმ.გიორგის ეკლესია 45 კმ
- ლასურიაშის ღვთისმშობლის შობის ეკლესია 45 კმ
- ლომისის წმინდა გიორგის სახელობის სამონასტრო კომპლექსი ს.ჩქუმში 46 კმ
- ნამარნევის (იგივე ნავანევი) უდაბნოს ნათლისმცემლის ეკლესია (ნანგრევები) 48 კმ
- წმ.ელია წინასწარმეტყველის ეკლესია 63 კმ
- მულახი 3.9 კმ
- ჩხუტის ქედი 6.6 კმ
- თეთნულდის სათხილამურო კომპლექსი 6.7 კმ
- ჩხუნდერის ქედი 8 კმ
- მდ.არშირა 10 კმ
- ლენჯერის თემი 10 კმ
- სვანეთის ქედი 12 კმ
- ლენტეხის მუნიციპალიტეტი 22 კმ
- მესტიის მუნიციპალიტეტი 25 კმ
- ყაბარდო-ბალყარეთი 70 კმ