ხვეწსაყდარი/იხვეწას წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები
Georgia /
Samtskhe-Javakheti /
Borjomi /
World
/ Georgia
/ Samtskhe-Javakheti
/ Borjomi
ნანგრევები ( რუინები ), მართლმადიდებლური ეკლესია
IX საუკუნის "ხვეწსაყდარი“ სამეკლესიანი ბაზილიკაა. საკმაოდ დაზიანებული. შუა ნავი შედარებით უკეთესადაა შემონახული. გვერდითა ნავების კედლები ნაწილობრივ დანგრეულია და სანახევროდ მიწითაა ამოვსებული.
მთავარ ნავში აღმოსავლეთით ნახევარწრიული ღრმა აბსიდია. მისი ზედა ნახევარი(სარკმლის შუა ადგილამდე)ჩამონგრეულია. აბსიდის მარცხენა ნაწილში ვიწრო ნიშია - იგი გადის ფართო სამალავში. სამხრეთი და ჩრდილოეთის კედლები მთლიანად შემორჩა(კამარის დასაწყისამდე), დასავლეთის კი დანგრეულია სავსებით. გრძივი კედლების ცენტრებში გაჭრილია შიგნიდან თაღოვანი და გარედან არქიტრავული გასასვლელები, რომლებიც გადიან გვერდით ნავებში. კედლებს ეტყობათ შელესვის კვალი.
სამხრეთის ნავს აღმოსავლეთით ოდნავ ნალისებრი ფორმის აბსიდი აქვს, რომლის ცენტრში განიერი, უხეშად დამუშავებული ქვებით გამოყვანილი სარკმელია. კონქი და კამარა ჩამოქცეულია.სამხრეთის კედელი ძლიერ დაზიანებულია.
ჩრდილოეთის ნავის აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდია. ჩრდილოეთის კედელი საკმაოდ დაზიანებულია და მცირე ფრაგმენტებად შემორჩა. ნავი ამოვსებულია საკუთარი ნანგრევებით და მიწით.
ეკლესიას დასავლეთით ქონდა სტოა, მაგრამ იგი დანგრეულია და ჩაქცეულია ფერდობზე. შემორჩა მისი დასავლეთი კედლის საძირკველი და კედლის მცირე ფრაგმენტები. მათგან ირკვევა, რომ სტოა გადაკიდებული იყო ფერდობზე და ეყრდნობოდა ხელოვნურ სუბსტრუქციას.
აღმოსავლეთის ფასადი დაზიანებულია და ნახევრად მიწითაა დაფარული. გადარჩენილი პერანგის ქვები სწორკუთხა, დიდი ზომის, კარგად თლილი შირიმის კვადრებია. დანარჩენი ფასადების უმეტესი ნაწილი ფერდობის მიწითაა დაფარული. მიწისზედა ნაწილები კი ძლიერ დაზიანებულია.
ეკლესიია გარშემო მრავალი ნაგებობის ნაშთია.საყდრის გარშემო, ტყით დაფარული მთის ფერდის შუა წელზე, საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე ნამონასტრალია გაშლილი.
ხვეწის საყდარი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
ჭობისხევი, ნამონასტრალი ხვეწის საყდართან:ჭობისხევი:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...

Nearby cities:
კოორდინატები: 41°48'1"N 43°19'51"E
- ტიმოთესუბნის მონასტერი 16 კმ
- მთა რკინის ჯვარი , 2439 მ 20 კმ
- ეკლესია (ადგილი დასაზუსტებელია) 27 კმ
- ნასოფლარი ალანთა 27 კმ
- აგარის სამონასტრო კომპლექსი 38 კმ
- ვანის ქვაბები 47 კმ
- გოთიეთის მამათა მონასტერი 50 კმ
- ჯაყისმანის მამათა მონასტერი 52 კმ
- ბუზმარეთის აღდგენილი ძველი ეკლესია საზღვრის შიგნით( მამათა მონასტერი) 52 კმ
- ჭულეს სამონასტრო კომპლექსი ( წმ.გიორგის ეკლესია და მამათა მონასტერი) 53 კმ
- წყაროები 1.9 კმ
- ნარუჯი 2.2 კმ
- მდ.ჭობისხევი 4.1 კმ
- მდ.ლიკანისხევი 4.2 კმ
- დვირის თემი 5.1 კმ
- სასაფლაო 7 კმ
- ბორჯომის სახელმწიფო ნაკრძალი 7.6 კმ
- ბორჯომ - ხარაგაულის ეროვნული პარკი 18 კმ
- ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 23 კმ
- ახალციხის მუნიციპალიტეტი 30 კმ