ონიორეს ჩანჩქერი

Georgia / Samagrelo and Zemo Svaneti / Martvili / მატვილის მუნიციპალიტეტი,ს.პიველი და მეორე ბალდის მიმდებარე ტერიტორია
 ჩანჩქერი  Add category

ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს ტობა პირველის მღვიმისა და მისგან გადმომავალი ონიორეს ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.

მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასვლელი (12X5 მ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, სადაც ჭერის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მ აღწევს. მღვიმიდან გამომავალი მიწისქვეშა მდინარე 15 მეტრში, 67 მ სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდის ჩრდილო-აღმოსავლეთით, მდ. აბაშის მარჯვენა შენაკადის ტობას ხეობა, , 680 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 28.643 E42 27.520

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილი - სოფ. პირველი ბალდა - 9,4 კმ; ხანგრძლივობა - 20 წთ;
სოფ. პირველი ბალდა - ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები - 6,1 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ; (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი)
apa.gov.ge/ge/protected-areas/Naturalmonument/onioris-c...
www.martvilicanyon.ge/ka/martvilis-kanioni/article/1245...
ვიდეო:"ონიორეს ჩანჩქერი":
www.youtube.com/watch?v=-QV1dwHwI00
"ონიორეს ჩანჩქერი":
www.youtube.com/watch?v=42vM9GAFqe8
"მარტვილის კანიონი და მდინარე აბაშას ხეობის მარგალიტები":
www.youtube.com/watch?v=XiEU_xaIkv0
Nearby cities:
კოორდინატები:   42°28'38"N   42°27'33"E
  •  190 კმ
  •  319 კმ
  •  432 კმ
  •  548 კმ
  •  595 კმ
  •  726 კმ
  •  734 კმ
  •  744 კმ
  •  845 კმ
  •  905 კმ
This article was last modified 7 წლის წინ