მდ. აბაშის ჩანჩქერის (იგივე რაჩხა ან ხარჩალა) ბუნების ძეგლი

Georgia / Samagrelo and Zemo Svaneti / Martvili / ადგილ რაჩხადან 3,5 კმ
 ჩანჩქერი  Add category

ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდ. აბაშის მარცხენა შენაკადი კირქვის ქარაფში გამოდის მღვიმიდან და იქვე ეცემა დაახლოებით 40 მეტრიდან. ჩანჩქერი დაცემის ადგილას 12 მ დიამეტრის ორმოს წარმოქმნის. წყალი ორმოში მდუღარესავით ბობოქრობს. ჩანჩქერის შხეფები ხშირად ცისარტყელას წარმოქნის.
მთავარი ჩანჩქერის მარჯვნივ არის კიდევ ორი მომცრო ჩანჩქერი. ჩანჩქერებს დაჰყურებს 200 მ სიმაღლის კირქვული ქარაფი.
ჩანჩქერის მიდამოები აგებულია ზედაცარცული კირქვებით და ხშირი ტყითაა შემოსილი. ყურადღებას იპყრობს ბზის სქელი ტევრები, რომლებშიც საკმაოდ ძნელია გავლა. აქვეა ადგილი რაჩხა კარსტული წყლების უხვი გამოსავლებით.
ჩანჩქერისაკენ მიმავალ გზაზეა ჯორწყუს მღვიმე.

მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდა, ადგილი რაჩხა, მდ. აბაშის სათავეები, 895 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N42 30.832 E42 28.558

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. მარტვილი. თბილისიდან მარტვილი დაშორებულია 280 კმ-ით; ხანგრძლივობა - 4 სთ;
ქ. მარტვილიდან - სოფ. მეორე ბალდა - 9 კმ; ხანგრძლივობა - 15 წთ;
სოფ. მეორე ბალდა - ადგილი რაჩხა 11,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ და 30 წთ (სამხიდიანი ავტომობილი);
ადგილი რაჩხა - მდ. აბაშის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი - 3,5 კმ; ხანგრძლივობა - 1 სთ (საფეხმავლო მარკირებული ბილიკი).
apa.gov.ge/ge/protected-areas/Naturalmonument/md-abashi...
ვიდეო: რაჩხას ჩანჩქერი, მდ. აბაშა, მარტვილი.:
www.youtube.com/watch?v=mzT9TL1bizA
მარტვილის კანიონი და მდინარე აბაშას ხეობის მარგალიტები :
www.youtube.com/watch?v=XiEU_xaIkv0
Nearby cities:
კოორდინატები:   42°30'53"N   42°28'23"E
  •  191 კმ
  •  318 კმ
  •  429 კმ
  •  550 კმ
  •  592 კმ
  •  721 კმ
  •  731 კმ
  •  741 კმ
  •  843 კმ
  •  903 კმ
This article was last modified 6 წლის წინ