ტობის ჩანჩქერები

Georgia / Samagrelo and Zemo Svaneti / Martvili / მატვილის მუნიციპალიტეტი,ს.პიველი და მეორე ბალდის მიმდებარე ტერიტორია
 ჩანჩქერი  Add category

ტობის ჩანჩქერები — ორი წყალვარდნილი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ასხის კირქვული მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა შენაკადის — ტობის სათავის მიდამოებში. აბსოლუტური სიმაღლე 600-800 მ.
მდინარე ტობის სათავეში ამართული, ზედაცარცული კირქვული ქარაფი მდიდარია კარსტული მღვიმეებიდან გამომავალი მდინარეების ჩანჩქერებით. არსენ ოქროჯანაშვილის სახელობის მღვიმიდან გამომავალი კარსტული მდინარე (ხონის მუნიციპალიტეტში მდებარე თურჩუს ტაფობის ნაკადულის ერთ-ერთი გაგრძელება), საქართველოში ყველაზე მაღალ, — 234 მ სიმაღლის კასკადურ ჩანჩქერს აჩენს. მღვიმე არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II-ის) ნაკადიც წარმოშობს ეფექტურ ჩანჩქერს.
თვით ამ მღვიმის შიგნით წყალი ერთგან 21 მ სიმაღლიდან ვარდება. ამავე მღვიმეში ოთხი ტბაა.
აქაური ჩანჩქერები და მღვიმეები ქმნიან საინტერესო და პერსპექტიულ ტურისტულ კომპლექსს. მისასვლელი გზა იწყება მარტვილიდან 14 კილომეტრიანი საავტომობილო გზით სოფელ მეორე ბალდამდე, შემდეგ ფეხით 4 კილომეტრი მდინარე ტობის სათავის ქარაფის ძირამდე (ასევე შეიძლება სოფელ პირველი ბალდიდან ფეხით მისვლაც).
წარმოადგენს ბუნების ძეგლების უნიკალურ კომპლექსს. ტობის ჩანჩქერები შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II) მღვიმისა და მისგან გადმომავალი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის.
მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული, ხოლო შიგნით სამოგზაუროდ საჭიროა რეზინის ნავი. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასვლელი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამ იარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმაღლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.
apa.gov.ge/ge/protected-areas/Naturalmonument/tobis-cha...
ვიდეო:"მოგზაურობა ტობა და ონიორეს ჩანჩქერებთან":
www.youtube.com/watch?v=rMqi8Xoz_iM
"ტობა - ყველაზე დიდი კასკადოვანი ჩანჩქერი საქართველოში":
www.youtube.com/watch?v=TMe5g4Uk2p4
" ტობას კასკადოვან 234 მეტრიან ჩანჩქერზე დაშვება (2_ე კასკადი)":
www.youtube.com/watch?v=5qQ9g4QzSvY
Nearby cities:
კოორდინატები:   42°28'22"N   42°27'20"E
  •  190 კმ
  •  319 კმ
  •  432 კმ
  •  547 კმ
  •  596 კმ
  •  726 კმ
  •  734 კმ
  •  745 კმ
  •  845 კმ
  •  905 კმ
This article was last modified 7 წლის წინ