წვერმაღალა

Georgia / Guria / Ureki / [ს 2] სენაკი – ფოთი – სარფი
 სოფელი  Add category
 Upload a photo

ზღვისპირა სოფელი წვერმაღალა ოზურგეთისა და ბათუმის გზაგასაყარზე მდებარეობს. ტერიტორიულად ურეკს ეკუთვნის, ხოლო მისი პლაჟი შეკვეთილად მოიხსენიება. კომუნისტების წასვლის შემდეგ აქაურობა ველურ სანაპიროდ გადაიქცა. თხმელის ხეივანში მიმავალ გზას სილის გორებიან სანაპიროზე გაყავდი, სადაც ზღვის ველური ლილიები ბიბინებდა. დღეს ეს მიდამოები ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
წვერმაღალას მკვიდრს და მათთან სტუმრად ჩასულ დამსვენებლებს ჩვეულ ადგილებში სიარული აეკრძალათ და ზღვასთან მისასვლელი გზა კილომეტრით დაუგრძელდათ. ამის სანაცვლოდ ბიზნესმენმა მათ ახალი სანაპირო თანამედროვედ მოუწყო და იქ უფასო ტუალეტი და საშხაპეც კი გაუკეთა. სილის გორები გააქრო და არც პლაჟის დასუფთავებაზე უთქვამს უარი. გაქრა ზღვის ლილიებიც. მარჯვნივ კომფორტული კოტეჯები აღმოცენდა. მარცხნივ კი იავანიშვილის საზაფხულო რეზიდენცია გადაჭიმულა.
ბიზნესმენის სანაპირომდე მისასვლელ გზაზე, იქ, სადაც ადრე თხმელის ხეები სასიამოვნო ჩრდილებს გახვედრებდა, დღეს დეკორატიული ჭადრები გურიის ბუნებას მდიდრულ იმიჯს უქმნიან. ფარშევანგებითა და ზებრებით დამშვენებულ, თვალუწვდენელი შემოგარენისკენ ხომ გამვლელ-გამომვლელს თვალი ისედაც რჩება. რკინის მაღალ ღობესთან სიცხისაგან გათანგულს ნაგაზი ისეთი ღრენით შემოგეფეთება, რომ ყველაფერი ნათელია: იქით გახედვაც კი აკრძალულია. მაგრამ ზღაპრულ სიმდიდრეს თვალს ვერ წყვეტ და მისი ბოლო წერტილი ზღვაში შემავალი გრანდიოზული ხიდია.
resonancedaily.com/index.php?id_rub=5&id_artc=3486
Nearby cities:
კოორდინატები:   41°57'39"N   41°47'6"E
This article was last modified 7 წლის წინ