ჭაობი ნაკრძალი ისპანი და აღკვეთილი ისპანი

Georgia / Ajaria / Ochkhamuri / ქობულეთის დაბლობი
 პარკი, ჭაობი, wetland (en), დაფარული (უკონტურო) ობიექტი

ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი-ისპანი II (331 ჰა) და ქობულეთის აღკვეთილი-ისპანი I (439 ჰა), ქალაქ ქობულეთის ჩრდილოეთით ფიჭვნარის ეკოპლაჟიდან დაახლოებით 300 მეტრში მდებარეობს(შესახვევია აღმაშენებლის გამზირის #642-თან). ისპანის დაცული ტერიტორიები ქალაქ ქობულეთს აღმოსავლეთით მიუყვება. ჩრდილოეთით დაცულ ტერიტორიებს თიკერის რელიქტური კოლხური ტყის „აღდგენის ზონა“ ესაზღვრება, აღმოსავლეთით კი - გომის მთა, კინტრიშის ნაკრძალი და აჭარა-გურიის მთები გადმოჰყურებს.

ტერიტორია აგებულია თანამედროვე (მეოთხეული ასაკის) ზღვიურ-მდინარეული და ტბიურ-ჭაობის ნალექებით. აქ ტიპიური ზღვის, ნოტიო სუბტროპიკული კლიმატია. წლიური ნალექიანობა 1500-2500 მმ-ია.

ისპანი I-ზე (ქობულეთის აღკვეთილი) დღევანდელი მდგომარეობით წარმოდგენილია ნახევრად დეგრადირებული მეორადი მცენარეული დაჯგუფებები. ისპანი II წარმოადგენს უნიკალურ სფაგნიუმიან-ტორფიან ჭაობს. 1996 წლიდან ისპანი II რამსარის კონვენციის საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიაა, რომელიც მიგრირებადი და მოზამთრე ფრინველების დასასვენებელი ადგილია.

ისპანი II მსოფლიოში პირველი უნიკალური ხელუხლებელი, ცოცხალი სფაგნუმიანი ტორფნარია. სადაც წყლის დანაკარგი მხოლოდ აორთქლებით ხორციელდება. ის მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ისპანის ტორფნარი თითქოს ტბაა ნიადაგის ზედაპირის ზემოთ, რომელსაც საბანივით ახურავს 25-45 სმ სისქის სფაგნუმი-თეთრი ხავსი. იგი არასოდეს იფარება წყლით. სფაგნუმი წყალთან ერთად ქმნის სრულიად გლუვ გუმბათს ყოველგვარი ბორცვაკების გარეშე, რომელიც შემოგარენიდან 4-5 მეტრით მაღლაა წამოწეული. სფაგნუმი ისე მოქმედებს, როგორც ღრუბელი. მას შეუძლია წონასთან შედარებით 25-ჯერ მეტი წყალი შეიწოვოს. ძლიერი კოკისპირული წვიმებისას, როცა არემარე წყლითაა დაფარული, ამ დროს ისპანი II-ის გუმბათი მშრალია. მისი დანახვა გადასახედი კოშკიდანაა შესაძლებელი.
www.apa.gov.ge/ge/protected-areas/cattestone/qobuletis-...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°51'19"N   41°48'22"E
This article was last modified 8 წლის წინ