წმ.კვირიკეს და ივლიტას ეკლესია "ლაგურიკა" | 11th century construction (en), მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Samagrelo and Zemo Svaneti / Mestia /
 11th century construction (en), მართლმადიდებლური ეკლესია

კა­ლას თე­მის სო­ფე­ლი ხე, სა­დაც XI სა­უ­კუ­ნის წმ. კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესია (ლაგურკა) დგას, ჩხუტ­ნე­რის ქე­დის სამ­ხ­რე­თით, ენ­გუ­რის მარ­ჯ­ვ­ნივ, ზღვის დო­ნი­დან 1780 მეტ­რის სი­მაღ­ლე­ზე მდე­ბა­რე­ობს.
«ლა­გურ­კა» - ასე ეძა­ხი­ან სვა­ნე­ბი წინ­და კვი­რი­კეს და ივ­ლი­ტეს (რო­მელ­თა წა­მე­ბის დღე ქრის­ტი­ა­ნუ­ლი კა­ლენ­დ­რით 28 ივ­ლი­სია) სა­ხე­ლო­ბის ეკ­ლე­სი­ას. რა­ტომ გახ­დ­ნენ ეს წმინ­და­ნე­ბი ასე­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლოს ამ შო­რე­ულ კუთხე­ში, ამას ვე­რა­ვინ გვეტყ­ვის, მაგ­რამ ტა­ძარ­ში, რო­მე­ლიც XI სა­უ­კუ­ნე­შია აგე­ბუ­ლი, და­ცუ­ლია წმინ­და კვი­რი­კეს რამ­დე­ნი­მე უძ­ვირ­ფა­სე­სი ხა­ტი XI-XII სა­უ­კუ­ნე­ე­ბი­სა და შა­ლი­ა­ნის მი­ნან­ქ­რი­ა­ნი ხა­ტი, რო­მელ­შიც ჩა­ტა­ნე­ბუ­ლია ჯვა­რიცხოვ­ლის ნა­წი­ლი. ტა­ძა­რი მო­ხა­ტუ­ლია და­ვით აღ­მა­შე­ნებ­ლი­სა და დე­მეტ­რე მე­ფის კა­რის მხატ­ვ­რის თევ­დო­რეს მი­ერ.
ეკლესია მოყვითალო შირიმის ქვით ნაგები დარბაზული ნაგებობაა, რომელსაც სამხრეთით და ჩრდილოეთით მინაშენები აქვს. გეგმაში სწორკუთხა ნაგებობა აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდით სრულდება, აფსიდი დარბაზის ძირითადი სივრცისგან ქვის კანკელითაა გამოყოფილი. ერთ საბჯენ თაღს ეყრდნობა ცილინდრული კამარა. გრძივი კედლები ორ-ორი თაღითაა დანაწევრებული. აფსიდსა და დასავლეთ კედელში გაჭრილია სარკმლები. ლაგურკა შუა საუკუნეებში სამონასტრო კომპლექსს წარმოადგენდა. იგი სვანეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სალოცავია და აქ ინახება კალას თემის მთელი საგანძური (X-XII-XIII), შუა საუკუნეების ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრით შემკული სანაწილე ხატი, როლელსაც სვანები “შალიანის ხატს” უწოდებენ. 28 ივლისს, წმ. კვირიკესა და ივლიტას წამების დღეს კალაში კვირიკობა აღინიშნება და ლაგურკას ეკლესიას უამრავი მომლოცველი სტუმრობს.
მოხატულობა
წმ. კვირიკესა და ივლიტას ეკლესია მოხატულია მეფის მხატვარ თევდორეს მიერ 1112 წელს (იფრარის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატვიდან 16 წლის შემდეგ) კალის ხევის ფეოდალთა დაკვეთით, რასაც დასავლეთ კედლის წარწერის შემორჩენილი ფრაგმენტი გვამცნობს. მოხატულობა უმთავრესად უმთავრესად ცალკეულ სახეებსა და წმ. კვირიკეს და ივლიტას ცხოვრების სცენებს შეიცავს. კამარაზე სახარების ოთხი სცენაა გამოსახული: შობა, ნათლისღება, ჯვარცმა და ჯოჯოხეთის წარტყვევნა. სამხრეთ კედლის ქვედა რეგისტრში წარმოდგენილია ორი სცენა წმ. კვირიკესა და მისი დედის, წმ. ივლიტას ცხოვრებიდან (პატარა კვირიკეს სიკვდილი და ივლიტას თავის კვეთის კომპოზიცია). ეკლესიის მოხატულობის ლაკონურ სქემაში გამოსახულებათა შერჩევა გარკვეულად ასახავს ადგილობრივ ტრადიეციებს. ფრესკები მონუმენტური ხასიათისაა და მისი კედლებზე განაწილება ინტერიერის არქიტექტურულ დანაწევრებას მკაცრად შეესაბამება. გამოსახულებათა ექსპრესიით, გამომხატველობით და სცენათა თემატიკის ინტერპრეტაციით ლაგურკის მხატვრობა უნიკალურია არა მარტო ამ პერიოდის ქართული მონუმენტურ მხატვრობაში, არამედ ზოგადად შუა საუკუნეების მხატვრობაში. ტაძრის მოხატულობა მიწისძვრისას დაზიანებულა და გვიან შუასაუკუნეებში განუახლებიათ. ამ რესტავრაციის შესახებ სამხრეთ პილასტრზე მოთავსებული წარწერა გვაუწყებს: „საყდარი ესე წმიდისა კვირიკესი, ოდეს მიწისა ძვრამან დაარღვია, მე ანტონის შვილმა გიორგი ახლად შევამკე“. ლაგურკის ეკლესიაში შემონახულია წმ. კვირიკეს ათი ხატი, რომელბიც სხვადასხვა პერიოდს მიეკუთვნება. ეს ხატები სპეციალურად ლაგურკის ეკლესიისთვის არის დაწერილი. შესრულების განსაკუთრებულად მაღალი ოსტატობით გამოირჩევა XI ს-ის ხატი. ეკლესიაში ასევე დაცულია როგორც ადგილობრივი, ისე სხვა ქვეყნებიდან შემოტანილი შუა საუკუნეების ხელოვნების ნიმუშები (ჯვრები, ჭედური და ფერწერული ხატები, მინანქრები და ა.შ).
სვა­ნე­თი, ეს უძ­ვე­ლე­სი სა­მე­ფო გან­ძ­თ­სა­ცა­ვი, დღემ­დე გვა­ო­ცებს ტაძ­რის მხატ­ვ­რო­ბის თუ სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბის მოვ­ლით და შე­ნახ­ვით. ეს ის ად­გი­ლია, სა­დაც დრო არ არ­სე­ბობს, ან­და, თუ არ­სე­ბობს, თა­ვის­თ­ვის, გვერ­დ­ზე მი­ე­დი­ნე­ბა და ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­შებს ვე­რა­ფერს აკ­ლებს.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°56'19"N   42°54'24"E
  •  185 კმ
  •  327 კმ
  •  424 კმ
  •  564 კმ
  •  593 კმ
  •  669 კმ
  •  710 კმ
  •  710 კმ
  •  833 კმ
  •  890 კმ
This article was last modified 4 წლის წინ