თეკლათის ღვთისმშობლის შობის ეკლესია და დედათა მონასტერი
Georgia /
Samagrelo and Zemo Svaneti /
Senaki /
World
/ Georgia
/ Samagrelo and Zemo Svaneti
/ Senaki
მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია
სახარბედიოს მთაზე მდებარე თეკლათის დედათა მონასტრის ისტორიის ათვლა XIX ს-ის 60-იანი წლებიდან იწყება. XIX საუკუნის II ნახევრის შტამპზე ეს ეკლესია მოხსენებულია თეკლათის დედათა მონასტრად (შტამპი ყოფილა რეზინის, ბეჭედი კი ბრინჯაოსი) .ორივე 1992 წლის 20 იანვარს გაიტაცეს ეკლესიიდან.
მონასტრის დაარსება უკავშირდება სქემიღუმენია სალომე თავდგირიძისა და იღუმენია ათანასია სალაყაიას სახელებს. დედათა მონასტრის პირველი კრებული სქემიღუმენია სალომეს წინამძღოლობით თავდაპირველად 1865 წელს დაფუძნდა სენაკის მაზრის სოფელ ზედა თეკლათში მთაზე, რომელიც ხალხში "მთავარანგელოზთა კუნძულის" სახელით იყო ცნობილი (დღეს ამ სოფელს მენჯი ეწოდება).
მოგვიანებით დედებმა ამჟამინდელი ზემო თეკლათის დედათა მონასტრის ტერიტორია შეარჩიეს დასამკვიდრებლად, სადაც ყოფილა ერთნავიანი ქვით ნაგები მცირე ზომის ჩამონგრეული ტყემორეული ბაზილიკა. კრებული იმ პერიოდში 7 წევრისაგან შედგებოდა.
დედების მოღვაწეობის პირვანდელ ადგილზე, "მთავარანგელოზთა კუნძულზე", 1892 წელს ღირსმა ალექსი სენაკელმა (შუშანიამ) მამათა სავანე დააფუძნა(ამჟამად მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) სახელობის ტაძარი და ღირსი ალექსი ბერის (შუშანიას) სახელობის ეკლესია), სადაც გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა და არაერთი წმინდა მოსაგრე აღზარდა.
1870 წელს იმერეთის ეპისკოპოს გაბრიელის ლოცვა-კურთხევით, მის მიერვე შედგენილი ტიპიკონით დედებმა დაიწყეს მონასტრის ჩამოყალიბება. ეს ადგილი და მიმდებარე ტერიტორია ჩამოერთვა სახარბედიოს და გადაეცა მონასტერს სამოღვაწეოდ. დედა სალომე გადაიყვანეს მღვიმის მონასტერში და იღუმენია ამ მონასტრისა გახდა ათანასია, რომელიც მონაზვნად აღკვეცილა 1867 წელს.
გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) ლოცვა-კურთხევით დაიწყო ახალი ღვთისმშობლის შობის სახელობის ბაზილიკური ეკლესიის მშენებლობა, რომელიც მეუფე გრიგოლმა აკურთხა 1889 წლის 1 ოქტომბერს. ჟურნალი "მწყემსი" ამ მონასტერზე წერდა: ,,თეკლათის დედათა მონასტრის საზოგადო საცხოვრებლის დამტკიცებისთანავე მასში შეიკრიბნენ მრავალნი დედანი. თეკლათში იყო პატარა ეკლესია, რომელიც სრულებით არ შეეფერებოდა ამ ადგილს. დიდი ღვაწლი და შრომა მიიღეს აქ შეკრებილ მონაზონთა შესაფერისი ეკლესიის აშენებისათვის, ადგილობით მღვდელმსახურებმა გულმხურვალე მონაწილეობა მიიღეს ხსენებული ეკლესიის აღშენების საქმეში და ხაზინის ფულიდან ერთი კაპეიკის დაუხმარებლად კეთილმხსნებელთ მობოჭილ ფულიდან აღშენდა ჩინებული ქვიტირის ეკლესია ...’’
1889 წლის პირველ ოქტომბერს ცხრა საათიდან დაიწყეს ეკლესიის კურთხევა. კურთხევის შემდეგ დაიწყო წირვა, რომელიც დამთავრდა 12 საათზე. ეკლესიის კურთხევასა და წირვას მრავალი ხალხი დაესწრო. წირვის დროს ერთ მხარეზე გალობდნენ მონაზვნები და მეორეზე მამაკაცები. წირვის შემდეგ მისმა ყოვლად უსამღვდელოესობამ გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა წარმოსთქვა სიტყვა.
მონასტერში 100-მდე დედა იღწვოდა. აქ მოღვაწეობდა წმინდა ბერი ალექსი შუშანია ( რომელიც თავდაპირველად აქ დაკრძალეს და შემდეგ გადაასვენეს მენჯის მთავარანგელოზთა (მიქაელისა და გაბრიელის) ტაძრის ეზოში. თვითმხილველთა გადმოცემით ნეშტი გაუხრწნელი იყო და შესამოსელსაც არ დაუკარგავს თავისი ფერი ) და მისი მონაზვნად აღკვეცილი დედა და დები. ფუნქციონირებდა წმ. ნინოს სახელობის ქალთა სკოლაც, სადაც გოგონებს ქრისტეს მოძღვრებისადმი სასოებას, წიგნიერების სიყვარულსა და ხელსაქმეში დაოსტატებას უნერგავდნენ. აქვე არსებობდა სტამბა. მონასტერი თავისი ხარჯებით ბეჭდავდა სასულიერო ლიტერატურას და ხალხს ურიგებდა.
მონასტერში დაცულ სიწმინდეთა შორის აღსანიშნავია ვერცხლის ლუსკუმაში ჩასვენებული წმინდა იოანე ნათლისმცემლის თითის ნაწილი (ფალანგი), რომელიც გადმოცემის თანახმად, 1890-იან წლებში საბერძნეთში შეიძინა და მონასტერს შესწირა თეკლათის მონასტრის მოამაგემ, აფხაზეთის ეპარქიის ყოფილმა მთავარხუცესმა, დეკანოზმა გიორგი ახვლედიანმა.
მონაზვნებმა გადაარჩინეს და შემოინახეს ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის ხატი, რომელიც იმპერატორმა ალექსანდრე III-მ 1888 წელს საქართველოში მოგზაურობის დროს მონასტერს უსახსოვრა და ასევე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ცნობილი სასწაულთმოქმედი ხატის "დაუჭკნობელი ყვავილის" ასლი, რომელიც თეკლათის მონასტრისთვის ათონის მთაზე წმ. იოანე ღვთისმეტყველის ქართული სავანის წინამძღვრის, მღვდელ-სქემმონაზონ იონა ხოშტარიას დაკვეთით დაიწერა და 1904 წლის 20 მაისს ათონიდან ჩამოაბრძანეს.
. საბჭოთა პერიოდში გაძარცვეს საყდარი, დაანგრიეს სამრეკლო, დაფანტეს მონაზვნები. დარჩენილ ურჩ დებს ჩამოართვეს ტაძარში ლოცვის უფლება, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობდნენ მსახურებას. გასაბჭოების წლების შემდეგ ტაძარში მოღვაწე თითო-ოროლა პირთაგან აღსანიშნავია არქიმანდრიტი კონსტანტინე ქვარაია.
60-იანი წლებიდან განახლდა წირვა-ლოცვა, 1969 წლიდან აქ მოღვაწეობდა პატრიარქისილია მეორის სულიერი მოძღვარი არქიმანდრიტი შიო ძიძავა, რომელმაც უწინასწარმეტყველა უწმინდესს პატრიარქობა. იგი თეკლათის მონასტერშია დაკრძალული.
აქ იღწვოდნენ ღრმად მოხუცი მონაზვნები: იღუმენია ქეთევანი, რიფსიმე და ელენე ახვლედიანები, იღუმენია ფავსტო და სქემონაზონი აკეფსიმა შუშანიები, სქემიღუმენია ელენე.
1997 წლიდან მონასტერში იღუმენია ანა მუსელიანის მოსვლიდან იწყება მონასტრის ხელახალი აღორძინება. დღეისთვის მონასტერი მშვენდება იქ მოღვაწე დედებისა და დების ზრუნვით, ღვთისშვილთა საერთი ძალისხმევით.
სურათებით:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
იხ.სტატია:" თეკლათის მონასტრის დედებმა შეინარჩუნეს და მომდევნო თაობებს გადასცეს თავიანთი დიდი მოძღვრისგან მიღებული სულიერი გამოცდილება":
karibche.ambebi.ge/eklesia/tadzrebi-da-monastrebi/2785-...
ვიდეო: "თეკლათის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერი 06.10.2012":
www.myvideo.ge/v/1824898

სტატია Wikipedia–დან: http://ka.wikipedia.org/wiki/თეკლათის_ღვთისმშობლის_შობის_სახელობის_მონასტერი
Nearby cities:
კოორდინატები: 42°17'23"N 42°2'56"E
- ხობის სამონასტრო კომპლექსი (ხარების დედათა მონასტერი) 13 კმ
- ჯიხეთის ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია და დედათა მონასტერი 26 კმ
- ტაბაკინის მამათა მონასტერი 84 კმ
- საფარის მონასტერი 111 კმ
- ზედა ვარძიის დედათა მონასტერი 142 კმ
- ქვათეთრის ეკლესია და მონასტერი 146 კმ
- ბერთუბანის ეკლესია და მამათა მონასტერი 146 კმ
- ფოკის წმინდა ნინოს სახელობის მამათა მონასტერი 175 კმ
- სახუნდარის ღვთისმშობლის ხარების სახელობის ეკლესია და მამათა მონასტერი 233 კმ
- მარტყოფის ღვთაების სამონასტრო კომპლექსი 247 კმ
- სენაკის მუნიციპალიტეტი 2.1 კმ
- სამხედრო ქალაქი 3 კმ
- სენაკის სამხედრო ბაზა 4.3 კმ
- სენაკის სამხედრო (საავიაციო) ბაზა 5.2 კმ
- კაცობურის აღკვეთილი 13 კმ
- აბაშის მუნიციპალიტეტი 15 კმ
- ხობის მუნიციპალიტეტი 18 კმ
- კოლხეთის ეროვნული პარკი 22 კმ
- ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 25 კმ
- მარტვილის მუნიციპალიტეტი 40 კმ