ქუთაისის წმ.გიორგის სახ. ეკლესია (ქუთაისი)
Georgia /
Imereti /
Kutaisi /
ქუთაისი
World
/ Georgia
/ Imereti
/ Kutaisi
, 2 კმ ცენტრიდან (Кутаиси)
მსოფლიო / საქართველო / იმერეთი
ეკლესია (43), 1890_construction (en)
მთის მოსწორებულ ბაქანზე გაშენებულ ძველ სასაფლაოზე 1890 წელს აღმართულია წმ. გიორგის სახ.ეკლესია. ეკლარის ქვის თარაზლული წყობით ნაგები ტაძარი, გეგმით წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას შვერილი, სამნაწილიანი აბსიდითა და დასავლეთიდან მიდგმული სამრეკლოთი. ეკლესია მაღალ, ორსაფეხურიან ცოკოლზეა დაფუძნებული. ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით კარ-სარკმლების გლუვ-ლილვიან მოჩარჩოებას. სადა პროფილისაა კარნიზიც. სამივე შესასვლელის წინ მოთავსებულია საფეხურებიანი ბაქნები. საბურავად გამოყენებულია თუნუქი. ეკლესიის ინტერიერში სივრცე აღმოსავლეთით, პასტოფორიუმებით ფლანკირებული ნახევარწრიული საკურთხევლით სრულდება. საკურთხევლის წინ კანკელი და ორსაფეხურიანი სოლეაა მოწყობილი. პასტოფორიუმების აბსიდები თაღოვანი ღიობებით უკავშირდებიან საკურთხეველს. ეკლესიის შიდა სივრცის ცენტრალურ ნაწილში მაღალ ბაზისებზე დაფუძნებული ოთხი მასიური სვეტია მოცემული, რომელსაც გუმბათი ეყრდნობა თავისი ნახევარწრიული გუმბათქვეშა თაღებით. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრეზე გადასვლა ხორციელდება აფრების საშუალებით. გუმბათში თორმეტი სარკმელია გაჭრილი. ეკლესიის გრძივ კედლებში დატანებული ღიობები სიმეტრიულადაა განლაგებული. ცენტრალურ შესასვლელს წარმოადგენს დასავლეთით გაჭრილი მაღალი კარი, რომელსაც შევყავართ ჯერ დახურულ კარიბჭეში, ხოლო შემდეგ უშუალოდ ეკლესიაში. ეკლესიასთან დამაკავშირებელი კარის მარცხენა წირთხლში მოწყობილია სამრეკლოზე ასასვლელი კიბე. სამრეკლო სამსართულიანია. პირველი სართული საკუთრივ კარიბჭეს წარმოადგენს, მეორე დახურული სათავსია,რომლის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში თითო თაღოვანი სარკმელია მოთავსებული, მესამე სართული კი თაღებით გახსნილ ფანჩატურს წარმოადგენს. ნახევარწრიული თაღები მრგვალ სვეტებზეა დაფუძნებული.
ეკლესიის ინტერიერი რამდენიმე წლის წინ მოუხატავთ. მოხატულობაში წარმოდგენილი არიან საერო და სასულიერო პირები.
იხ.სურათებით " ეკლესია წმ. გიორგი ": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9924
ეკლესიის ინტერიერი რამდენიმე წლის წინ მოუხატავთ. მოხატულობაში წარმოდგენილი არიან საერო და სასულიერო პირები.
იხ.სურათებით " ეკლესია წმ. გიორგი ": memkvidreoba-gis.gov.ge/Home/Immovable/9924
Nearby cities:
კოორდინატები: 42°16'29"N 42°42'3"E
- მოწამეთას მონასტერი(წმ.დავითი და წმ.კონსტანტინე მხეიძეების საფლავი) 4.7 კმ
- წმ.გიორგის ეკლესიის ნანგრევები 14 კმ
- დერჩის იოანე ნათლისმცემლის ეკლესია 22 კმ
- გონის წმ.გიორგის ეკლესია 26 კმ
- ხვამლის წმ.გიორგის ეკლესია 26 კმ
- ჭყონდიდი – მარტვილის სამონასტრო კომპლექსი 30 კმ
- საირმის უდაბნო 33 კმ
- ზანდოს მთა, 577 39 კმ
- კადარის ტაძარი (ნანგრევები) 40 კმ
- ნოქალაქევის ( ციხე-გოჯი, არქეოპოლისი ) შიდა ციხე (ციტადელი) 43 კმ
- მწვანე ბაზარი 0.3 კმ
- ოპერის თეატრი 0.4 კმ
- ტაძრის ტერიტორია 0.4 კმ
- ცენტრარული პარკი "ბულვარი" 0.5 კმ
- მეფეთუბანი 0.6 კმ
- წმ.ნინოს სახელობის სკოლა 0.6 კმ
- ვერიკო ანჯაფარიძის ბაღი 0.6 კმ
- კულტურისა და დასვენების პარკი 0.6 კმ
- ბჟოლები 0.8 კმ
- გორა 1 კმ