ზედა სიმონეთის (ცუცხვათის ?) წმ.გიორგის ეკლესია

Georgia / Imereti / Terjola /
 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი/ეროვნული მნიშვნელობის ძეგლი, მართლმადიდებლური ეკლესია

ქვითკირით აგებული დარბაზული ეკლესია შემოსილია კარგად გათლილი საფასადე ქვებით. ეკლესიას გარე შვერილი აფსიდი უნდა ჰქონოდა. მას სამხრეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მხრიდან აქვს მინაშენები. ვფიქრობთ, რომ ჩრდილოეთის მინაშენი მოგვიანო პერიოდში გადაუკეთებიათ.
ზედაპირული დაზვერვის შედეგად ვვარაუდობთ, რომ ეკლესიაზე გამოიყოფა მშენებლობის სამი ეტაპი. პირველად აშენდა მცირე ზომის დარბაზული ეკლესია, რომელსაც მოგვიანო პერიოდში გაუკეთეს მინაშენები. მესამე ეტაპზე კი ჩრდილოეთის მინაშენია გადაკეთებული. იგი შედარებით მომცრო ზომისაა, რომლის დასავლეთის კედელზე დასტურდება ჩუქურთმის მეორადი გამოყენების ფაქტი. ნანგრევებში მიმობნეულია დაბალი კვეთის ჩუქურთმიანი ქვები.
ეკლესიის სამრხეთ კედლის ფასადზე, კარების დასავლეთით, ქვაზე ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა.
ეკლესიას ირგვლივ შემოუყვებოდა გალავანი, რომელშიც სამხრეთის მხრიდან კარის ღიობია გაჭრილი. გალავნის კარები აგებულია კარგად დამუშავებული ქვებით. კარებს აქვს წირთხლი და საურდულე ჭრილები.
ეზოში გარდა ეკლესიისა იკითხება სხვადასხვა გეგმარების შენობის კვალი. მათგან ერთ-ერთი შესაძლოა კრიპტა ყოფილიყო. ამ უკანასკნელის ინტერიერში 2000-იან წლებში ჩაუდგამთ მასიური, დიდი ზომის, რკინის ჯვარი.
2020 წლის იანვარში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებითა და ფონდი „ქართუს“ დაფინანსებით დასრულდა ეკლესიის რეაბილიტაცია. ეკლესია იყო უმძიმეს მდგომარეობაში. დანგრეული იყო კამარა, კონქი, კედლების დიდი ნაწილი. შემოცლილი იყო კარნიზი, კედლები შიგნიდან და გარედან დაფარული იყო ნანგრევებით.
სამუშაოები ჩატარდა არქეოლოგის ზედამხედველობის ქვეშ. სარესტავრაციო პროცესის ფარგლებში შესრულებული სამუშაოების შედეგად:
- მოეწყო სუფთათ თლილი ტუფის ქვით კარნიზები და თაღები
- ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე კარების გარშემო მოეწყო სუფთა თლილი კირქვის თაღები და სწორხაზოვანი ლილვები
- გადაყვანილ იქნა კამარა და კონქი კირქვით,შემდეგ კი გაილესა კირხსნარით
- დაიგო იატაკი კირქვის ფილებით
- დამონტაჟდა ხის კარ-ფანჯარა მაგარი ჯიშის ხის მასალისაგან ლითონის ელემენტებით მორთული
- შეივსო სახურავი პემზაბეტონით,რის შემდეგაც გადაილესა კირხსნარით
- სახურავი გადაიხურა თუნუქით ლორფინის იმიტაციით
2018 წელს ეკლესიას მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი.
" წმ. გიორგის სახელობის ეკლესია": memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სოფელ ცუცხვათის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის რეაბილიტაცია: www.heritagesites.ge/en/news_item/506
X-XI საუკუნეში, როცა მიწისძვრამ დაანგრია ამჟამად რეაბილიტირებული ცუცხვათის წმ.გიორგის ეკლესია, ზედა სიმონეთის ქვედა ტერიტორიაზე, (მუზეუმის თავზე) ააშენეს ახალი ეკლესია, სადაც ჩატანებულია ძველი ეკლესიიდან ჩამოტანილი წარწერიანი ქვები. (აქვე აღვნიშნავთ,რომ ისტორიული მასალებით დასტურდება ზედა ეკლესიის გარშემო სოფელი სიმონეთი იყო გაშენებული და ეს ეკლესიაც სიმონეთს ეკუთვნოდა და არა ცუცხვათს.ამჟამადაც ახალი ეკლესია ზედა სიმონეთის ადმინისტრაციულ საზღვრებშია მოქცეული). საჭიროა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სააღრიცხვო ბარათში შეიცვალოს დასახლებული პუნქტი ცუცხვათი ზედა სიმონეთით.
დავა წმინდა გიორგის ეკლესიის გამო: artinfo.ge/2020/02/dava-tsminda-giorgis-eklesiis-gamo/
maps.gov.ge/map/portal#state/point=4897111.379232295,51...
ფოტოები (4,5,6,7) Vasyl Haievyi
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'7"N   42°53'27"E
  •  149 კმ
  •  361 კმ
  •  473 კმ
  •  580 კმ
  •  631 კმ
  •  743 კმ
  •  772 კმ
  •  778 კმ
  •  886 კმ
  •  946 კმ
This article was last modified 1 წლის წინ