ჯომოლუნგმა

Nepal / Sankhuwasabha / Khandbari /
 ಪರ್ವತ, ಶಿಖರ, ಆಸಕ್ತಿಯ ಸ್ಥಳ, Eight-Thousander (en)

ჯომოლუნგმა, ჩომოლუგმა, ევერესტი, უმაღლესი მთის მასივი დედამიწაზე, ჰიმალაის მთებში, ნეპალისა და ჩინეთის საზღვარზე. სიმაღლე 8848 მ. საფუძველი აგებულია კამნრიულისწინა გნაისებითა და გრანატებით, 7000 მ ზევით - მეზოზოური კრისტალური ფიქლებითა კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება მყინვარები, რომელთა ბოლოები 5000 მ სიმაღლეზე მდებარეობენ. ჯომოლუნგმას აქვს პირამიდის ფორმა, სამხრეთი კალთა უფრო ციცაბოა, თოვლი და ფირნი არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ჯომოლუნგმა პირველად დაიპყრეს 1953 წლის 29 მაისს ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა ნ. ტენცინგმა (ნეპალი შერპა) და ე. ჰილარიმ (ახალზელანდიელი ალპინისტი). 1982 წლის 4 მაისს ჯომოლუნგმას დაულაშქრავი მარშრუტით მიარწიეს საბჭოთა ალპინინსტებმა ვ. ბალიბერდინმა და ე. მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს. ბერშოვმა და მ. ტურკევიჩმა.
ಕಕ್ಷೆಗಳು:   27°59'23"N   86°55'32"E
Array