მწვანეყვავილა (ქუთაისი)
Georgia /
Imereti /
Kutaisi /
ქუთაისი
World
/ Georgia
/ Imereti
/ Kutaisi
, 2 კმ ცენტრიდან (Кутаиси)
მსოფლიო / საქართველო / იმერეთი
მიკრორაიონი, დაფარული (უკონტურო) ობიექტი, town district (en)

ლეგენდის თანახმად ქართველი მწერალი და დიპლომატი სულხან-საბა ორბელიანი ევროპაში ხანგრძლივი მოგზაურობით დაღლილმა ქუთაისის ამ ულამაზეს უბანს მიაშურა. ეკლესიის მამებს ევროპიდან წამოღებული უცხო თესლი დაუტოვა. სულ მალე უბანში მწვანე ყვავილები აბრიალდნენ. .
მწვანეყვავილა ქალაქს ჩრდილო აღმოსავლეთით ესაზღვრება. იგი რიონის ხეობას დაჰყურებს. მისი მარცხენა ნაპირი ბუნებრივი სილამაზით გამოირჩევა და საინტერესოა ისტორიული ძეგლებითაც. ყველაზე ადრინდელი ძეგლი, ბაზილიკური ეკლესია მდებარეობს მწვანეყვავილას გორაკის დასავლეთ კონცხზე. ეკლესიამ ჩვენამდე ნანგრევების სახით მოაღწია და იგი აგებულია 1013 წელს.
მწვანეყვავილას ტერიტორიაზე მდებარეობს კიდევ ორი ძველი ნაგებობა, თავდაცვითი დანიშნულების ციხე-სიმაგრე კოშკი და პატარა ბაზილიკური ეკლესია. კოშკი ოთხკუთხად შეკრული ორსართულიანი ნაგებობაა. პირველი სართული წარმოადგენს მტკიცედ შეკრულ თაღოვან ოთახს. კოშკის კედლის სისქე ორ მეტრამდეა და ოთხივე მხრიდან სხვადასხვა სიდიდისა და მიმართულების სათოფურები აქვს. შენობის მეტრნახევარ სიმაღლეზე გაკეთებულია ნიშები. მას იყენებდნენ სათვალთვალო პუნქტად. ციხე აგებული უნდა იყოს 1637 წელს. 1956 წლიდან ეს ადგილი გამოცხადებულია საზოგადო მოღვაწეთა პანთეონად.
1909-1913 წ.წ. მწვანე ყვავილის ტერიტორიაზე აგებული იქნა ეკლესია, რომელიც ეკურთხა 1914 წელს მთავარანგელოზთა-მიქაელისა და გაბრიელის სახელით.
დაზვერვებით და წერილობითი წყაროებით ფიქსირებულია წინარე ან ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარის ნაშთები, XI ს-ის დარბაზული ეკლესია კლდის ქიმზე, ორსართულიანი კოშკი სათოფურებით და ბანური გადახურვით, მთავარანგელოზის ეკლესია, მარნის ნაშთი და XIX ს-ის ეკლესია. XVII ს-ის შუა ხანისთვის კომპლექსი წარმოადგენდა გელათელი მიტროპოლიტის ზაქარია ქვარიანის რეზიდენციას. იმდროინდელი კოშკი, ეკლესია და მარანი სტაციონალური არქეოლოგიური გათხრებით შეუსწავლელია. ტერიტორიის უდიდესი ნაწილი უჭირავს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს და თანამედროვე სასაფლაოს.
იხ."მწვანეყვავილა" (არქეოლოგიური გავრცელების ზონა N 4)": memkvidreoba.gov.ge/Home/Immovable/18448
"ქუთაისის ისტორიული ძეგლები": qutaisi1.blogspot.com/p/blog-page_26.html
www.visitkutaisi.com/ka/seeanddo/interestinglandmarks/k...

Nearby cities:
კოორდინატები: 42°16'40"N 42°43'33"E
- „საღორიას ტყე“ 5.8 კმ
- ავტოქარხნის დასახლება 11 კმ
- აჯამეთის ნაკრძალი 12 კმ
- მდ.ქორისწყალი 23 კმ
- მთა შავა (რაჭის ქედი)ზ.დ 1780 26 კმ
- ლაჭეპიტა / Lachepita 27 კმ
- ხვამლის მასივი 27 კმ
- შ.მდ.მიწაწყაროსღელე 30 კმ
- მდ.ც ხ ე ნ ი ს წ ყ ა ლ ი 39 კმ
- მდ.აბაშისწყალი 40 კმ
- რიონჰესი 0.4 კმ
- რიონის ჰიდროელექტროსადგური 0.5 კმ
- საფიჩხიის სასაფლაო 2.2 კმ
- ვასილიჩის ტბა 5.1 კმ
- SOS Children's Village Kutaisi 5.5 კმ
- წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 5.6 კმ
- „საღორიას ტყე“ 7.1 კმ
- თერჯოლის მუნიციპალიტეტი 17 კმ
- ტყიბულის მუნიციპალიტეტი 20 კმ
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 28 კმ