ნასოფლარი ლაჭეპიტა

Georgia / Imereti / Tskaltubo /
 დაფარული (უკონტურო) ობიექტი, ნასოფლარი

სოფელი ლაჭეპიტა. ლეჩხუმი. ცაგერის მუნიციპალიტეტში - უგრეხელიძეების სოფელი ლეჩხუმში (ამჟამად იქ არავინ ცხოვრობს) მე-20 საუკუნის 40-იან წლების მეორე ნახევარში სოფელ ლაჭეპიტადან მასიურად მოხდა უგრეხელიძეების გადასახლება (კონკრეტული მიზეზი ამჟამად უცნობია, თუმცა არსებობს სხვადასხვა ვერსია...) გადასახლების პერიოდში სოფელში დაახლოებით 45-50 კომლი ცხოვრობდა (ერთი ვერსიით 60 კომლი)... მათი ძირითადი ნაკადი ჩასახლებული იქნა აფხაზეთში სოხუმის რაიონი სოფ. ლინდავას ტერიტორიაზე, ქვემო ქართლში ბოლნისის რაიონში და 15 ოჯახამდე ჩასახლდა კახეთში გურჯაანის რაიონი სოფელი კახიფარი მათი კახეთში ჩასახლება მოხდა 1936-37 წლებში... მცირე ნაწილი ლეჩხუმშივე დარჩა, ახლომდებარე სოფლებში გადასახლდნენ და მათი ერთი ნაწილი დღემდე იქ ცხოვრობს...სოფელი ლაჭეპიტა ამჟამად უკაცრიელია, შემორჩენილია იმ პერიოდისთვის დამახასიათებელი სახლების საძირკვლები და საგვარეულო სალოცავის ლაჭეპიტის ოქროს ჯვარი (მარიამ ღვთისმშობლის სახელობის) სავარაუდოდ ტაძარი თავდაპირველად ქვის იყო, უგრეხელიძეთა გადასახლების პერიოდში ის ხის ყოფილა სადაც ინახებოდა საგვარეულო რელიქვია დიდი ოქროს ჯვარი რომელიც სოფლის გადასახლების პერიოდში მოიპარეს, იმ ხანებში კომუნისტურ რეპრესიებს და ეკლესიასთან ბრძოლის ჩეკისტურ პოლიტიკას შეეწირა თვით საგვარეულო ეკლესია-სალოცავი და მისი ქონება, საეკლესიო ინვენტარი და ხატები, შემორჩენილია ეკლესიის ქვის იატაკი და საკურთხეველის ქვა (მაგიდა), ასევე ტაძრის მიმდებარედ დღემდე არის საგვარეულო სასაფლაოები რომლებზეც აშკარად შეიმჩნევა ვანდალიზმის კვალი, საფლავის ქვების ერთი ნაწილი წაღებულია, სავარაუდოდ ცაგერის მუნიციპალიტეტში არსებულ მუზეუმში ან ერთ-ერთ ეკლესიაში... (ხატების ერთი ნაწილი აღმოჩენილი იქნა აფხაზეთში და აფხაზეთში ჩასახლებულმა სოფ. ლინდავის უგრეხელიძეებმა ისინი გადაარჩინეს თუმცა მათი კვალი 1992-93 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს იკარგება... ამჟამად სოფელი ტყის მასივითაა დაფარული და ის ფაქტიურად მიუვალია...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°29'40"N   42°39'57"E
This article was last modified 4 წლის წინ