შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი | მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

Georgia / Guria / Ozurgeti /
 მონასტერი, მართლმადიდებლური ეკლესია

შემოქმედის სამონასტრო კომპლექსი — განვითარებული შუა საუკუნეების სამონასტრო კომპლექსი გურიის მხარეში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ შემოქმედში, შემოქმედის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს მდინარე ბჟუჟის მარცხენა ნაპირზე , ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით 7-8 კმ-ის დაშორებით, გორაკზე.
მონასტერი შედგება სამი ძეგლისგან. მათგან ორი ერთმანეთზე მიდგმული ტაძარია: XII საუკუნის ღვთაების ტაძარი (ბაზილიკა) და XVI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია “ზარზმა”, რომელიც ვახტანგ I გურიელმა საგანგებოდ ააგო, რათა შიგ დაებრძანებინა ზარზმის მონასტრიდან XVI საუკუნეში გადმოსვენებული ფერიცვალების ხატი და სხვა ძვირფასი ნივთები. მესამე ძეგლია XVI საუკუნის სამრეკლო, რომელიც 1831 წელსაა აღდგენილი. შემოქმედის მონასტერი იყო შემოქმედელი ეპისკოპოსებისა და გურიელების საგვარეულო საძვალე.

სურათებით: novators.ge/dzeglebi.php?id=211
სურათებით შემოქმედის არქიტექტურული კომპლექსი :
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სურათებით მაცხოვრის(ღვთაების) ტაძარი: memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სურათებით სამრეკლო:memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   41°54'26"N   42°3'45"E
  •  210 კმ
  •  335 კმ
  •  460 კმ
  •  509 კმ
  •  643 კმ
  •  775 კმ
  •  794 კმ
  •  795 კმ
  •  873 კმ
  •  936 კმ
This article was last modified 4 წლის წინ