ვეფხვისა და მოყმის ძეგლი (თბილისი)

Georgia / Tiflis / Tbilisi / თბილისი
 ძეგლი (46), 1984_construction (en)

„ლექსი ვეფხისა და მოყმისა“, ქართული ზეპირსიტყვიერების ძეგლი. სამონადირეო ეპოსის უძველესი პლატებიდან შექმნილი ბალადა, რომლის პირველი მოკლე ვარიანტი გამოაქვეყნა დ. ხიზანიშვილმა 1887 წელს, ვრცელი — ვ. კოტეტიშვილმა 1927 წელს. დღესდღეობით ბალადის 24 ჩანაწერია ცნობილი.

არქაულ, მოკლე ვერსიას რიტუალური ხასიათი უნდა ჰქონოდა: დაღუპვა მონადირისა, რომელმაც სამონადირეო ტაბუ დაარღვია, ნადირთ ბატონის რისხვის შედეგი იყო. ვრცელ ვარიანტში ცენტრალური ადგილი ვეფხისა და მოყმის ორთაბრძოლის გმირულმა თემამ დაიჭირა. „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ როგორც სტილისტური, ისე შინაარსობრივი თვალსაზრისით ქართული ხალხური ტრადიციის ნაყოფია. ბალადის ამაღლებული, ჰუმანური იდეები, დაღუპული გმირის დედის სახე ქართული ფოლკლორის იდეებსა და მხატვრულ სახეებს ემყარება. „ლექსი ვეფხისა და მოყმისა“ ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოში არის გავრცელებული.
Nearby cities:
კოორდინატები:   41°44'23"N   44°46'12"E

Comments

  • Лет двадцать назад имел шуточное название "виси кле вис тракши".
  • это у здания министерства автодорог было такое название, а не у памятника :)
This article was last modified 10 წლის წინ