ჭართლის თემი (ბუჩაანი)

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Pasanauri / ბუჩაანი
 commune - administrative division (en), დაფარული (უკონტურო) ობიექტი
 Upload a photo

ჭართალი, ჭართალეთი, ისტორიული მხარე აღმოსავლეთ საქართველოში, მდ. მთიულეთის არაგვის შუა წელზე, სოფ. ანანურიდან მდ. ხანდოსხევამდე (ახლანდ. მცხეთა-მთიანეთის მხარე, დუშეთის მუნიციპალიტეტის ჭართლის თემის ტერიტორია). ზოგჯერ მთიულეთის ნაწილადაც მოიაზრება. ჩრდილოეთით ესაზღვრება ხანდო, სამხრეთით — ბაზალეთი, აღმოსავლეთით — ფშავი, ხოლო დასავლეთით — ქსნის ხეობა.

წყაროებიდან პირველად „ქართლის ცხოვრება“ იხსენიებს მირიან I-ის მეფობის ამბებთან დაკავშირებით (ძვ. წ. II საუკუნის დასაწყისი). მემატიანის ცნობით, ჭართალში მოსახლე მთიელები („კავკასიანნი“) დურძუკებს შეკავშირებიან და კახეთი და ბაზალეთი დაურბევიათ. 330-იან წწ. წობენში ქართველთა განმანათლებელმა წმ. ნინომ სხვა მთიელებთან ერთად ჭართლელებსაც მიაღებინა ქრისტიანობა. 853 წ. არაბთა დამსჯელი ჯარი ბუღა თურქის სარდლობით ჭართალშიც ავიდა. 1210-იან წწ. თამარ მეფის წინააღმდეგ ფხოველთა და დიდოთა გამოსვლის დროს, ჭართალელნი სამეფო ხელისუფლების მხარეს იბრძოდნენ. შემდგომში ჭართალი არაგვის საერისთავოს ემორჩილებოდა; იყო მისი სამოურავო.

ჭართალის არქიტექტურული ძეგლებიდან აღსანიშნავია ადრინდელი შუა საუკუნეების კომპლექსები:

„მთავარნი“, წმ. გიორგის ეკლესია სოფ. მუგუდაში;
წმ. სამების ეკლესია სოფ. ჭალისოფელში;
ციხესიმაგრე სოფ. ციხისძირში;
ციხესიმაგრე სოფ. ბუჩაანში.
Nearby cities:
კოორდინატები:   42°16'58"N   44°41'37"E
This article was last modified 7 წლის წინ