აბანო

Georgia / Mtskheta-Mtianeti / Sioni /
 სოფელი  Add category

აბანო — სოფელი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის ყაზბეგის მუნიციპალიტეტში (კობის თემში). მდებარეობს თრუსოს ხეობაში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 2160 მეტრზე. სტეფანწმინდიდან დაშორებულია 28 კილომეტრით.
აბანო თრუსოს ხეობის ერთ-ერთი უძველესი დასახლებაა. ფაქტობრივად, ამ ხეობის ცენტრი. სოფელზე გადიოდა საქართველოსა და ჩრდილოეთ კავკასიის დამაკავშირებელი გზის ერთ-ერთი განშტოება.
აბანოს მოსახლეობა ძველთაგანვე ქართული იყო. XVII საუკუნიდან შეერია ოსური წარმომავლობის ელემენტი. ადრინდელ შუა საუკუნეებში აბანო წანართის ხევში შედიოდა. XIV საუკუნიდან ქსნის ერისთავებს ემორჩილებოდა, ხოლო XVI–XVIII საუკუნეებში არაგვის საერისთავოს.
რუსეთის მიერ საქართველოს მიერთების შემდეგ ჯერ ანანურის, შემდგომ დუშეთის მაზრის მთის ოლქის გამგეობაში იყო. აბანო შუა საუკუნეებში, როგორც თრუსოს ხეობის ცენტრი და აქ გამავალი გზის დამცველი, გარკვეულ სამხედრო-სტრატეგიულ პუნქტს წარმოადგენდა.
2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში 3 ადამიანი ცხოვრობდა
ამჟამად სოფლის ტერიტორიაზე 1889 წელს აშენებული ეკლესიის რესტავრაციასთან ერთად დაფუძნდა დედათა მონასტერი:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
სოფლის ტერიტორიაზე შემორჩენილია გვიანი შუა საუკუნეების კოშკების ნანგრევები:
memkvidreoba.gov.ge/objects/immovable/immovableObject?i...
Nearby cities:
კოორდინატები:   42°36'16"N   44°23'17"E
This article was last modified 1 წლის წინ